x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
"გაანადგურე ის ჩემს გამო" - ტაისონის შურისძიება მუჰამედ ალის გამო... ალის მიმართვა ტაისონისადმი შეხვედრის წინ
image
დიდ მოკრივეებს მუდამ აქვთ ფინანსური პრობლემები, რადგან იმ მილიონებს რომელსაც რინგზე შოულობენ მალევე ანიავებენ და იძულებული არიან "დიდების ზენიტიდან" ჩამოსულები ისევ დაუბრუნდნენ რინგს.



ასე დაემართა რეი(შუგარ) რობინსონს, ასე დაემართა ჯორჯ ფორმენს, ასე დაემართა მაიკ ტაისონსაც, მაგრამ ამ სტატიაში ამაზე არ მექნება საუბარი.
საუბარი მექნება პარკინსონის დაავადების მქონე მუჰამედ ალის სასტიკ ცემაზე კრივის კაშკაშა ვარსკვლავის, დაუმარცხებელი ჩემპიონის ლარი ჰოლმსის მიერ.



მუჰამედ ალი სულ რამდენიმე მოკრივემ დაამარცხა რინგზე მთელი მისი კარიერის მანძილზე, ჯო ფრეზერმა, კენ ნორტონმა, ლეონ სფინქსმა, ლარი ჰოლმსმა და ტრევორ ბერბიკმა.



თუ ფრეზერთანმ ნორტონთან და სფინქსთან შეხვედრებისას ალი ჯანმრთელი გამოვიდა რინგზე, დაუმარცხებელ ჩემპიონთან ლარი ჰოლმსთან სატიტულო ბრძოლაში უკვე პარკინსონის დაავადების მქონე ალი გამოვიდა რინგზე, მისგან უკვე ძველი ალისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. ის უკვე ვერ დაფარფატებდა რინგზე პეპელასავით, მისი ცნობილი დაცვის სისტემაც უკვე ის აღარ იყო რისი წყალობითაც მან პროფესიონალი მოკრივეების რისხვა ჯორჯ ფორმენი დაამარცხა.



ლარი ჰოლმსი გამოდგა ის პროფესიონალი მოკრივე, რომელმაც შესძლო და ალი სასტიკად და უმოწყალოდ ცემა რინგზე, თან ალის მთელი კარიერის მანძილზე მისი მწვრთვნელი პირველად გახდა იძულებული დროზე ადრე შეეჩერებინა ბრძოლა და პირსახოცი გადაეფინა რინგის თოკზე.



ბრძოლისას და ბრძოლის შემდეგ ალი ალის არ ჰგავდა, 38 წლის მოკრივე სასტიკად იყო ნაცემი ლარი ჰოლმსის მიერ. ამ შხვედრას ტელევიზორში უყურებდა მომავალში კრივის ლეგენდად ქცეული მაიკ ტაისონი, რომელიც ალის გულმხურვალე ფანი იყო.



სწორედ ალის ჩხუბის ვიდეოს ნახვის შემდეგ გადაწყვიტა არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფმა ტაისონმა გამხდარიყო პროფესიონალი მოკრივე, უარი ეთქვა კრიმინალურ წარსულზე და ვარჯიში დაეწყო.


ტაისონი ქუჩიდან მიიყვანა კრივის დარბაზში ცნობილმა მწვრთვნელმა კას დ’ამატომ, რომელიც ალის კარგად იცნობდა. მან სთხოვა ალის დაერეკა ტაისონისათვის, იცოდა რა ტაისონის დამოკიდებულება ალისადმი. ალიმ დაურეკა ტაისონს, რა დროსაც ტაისონი დაპირდა ალის, რომ მის ნაცვლად იძიებდა შურს ლარი ჰოლმსზე: "არ ინერვიულო ჩემპიონო, როდესაც გავიზრდები, მას შენთვის დავამარცხებ".


კას დ’ამატო 13 წლის ასაკიდან ზრდიდა ტაისონს, მასში ხედავდა გამანადგურებელ ძალას, რომელსაც სწორ მიმართულებას აძლევდა და ჯამში ლეგენდად აქცია. მართალია ის ვერ მოესწრო ტაისონის მთავარ ბრძოლას, მაგრამ მან გზა გაუკვალა და პროფესიონალად აქცია ტაისონი.

image
„რატომ აკეთებდა კასი ჩემპიონებს? აკეთებდა - ყველაზე სწორი სიტყვაა. არა აღზრდა, არა ვარჯიში, არამედ სწორედ კეთება. კასი თითოეული მოკრივის გონებაში შედიოდა და იქ შეჰქონდა აზრი იმის შესახებ, რომ ის ჩემპიონი გახდებოდა. თუ ის ეჭვობდა თუნდაც წამით, მწვრთნელი განრისხდებოდა და შეეძლო მოეკლა მოსწავლე“, - იხსენებდა ტაისონი. კასი მწვრთვნელიც იყო, ფსიქოლოგიც და ფიზიოთერა[ევტიც ერთად. ის მოკრივეში ცვლიდა ბევრ რამეს, უსახავდა რა ახალ და ახალ ამოცანებს და უნერგავდა, რომ ის იყო მომავალი ჩემპიონი.

ტაისონმა საშინლად განიცადა "თეთრი" მამის გარდაცვალება (ასე ეძახდა ის მწვრთნელს და მამობილს).
როცა ტაისონს ცუდი პერიოდი დაუდგა მან განაცხადა: „კასი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მე ვერავინ დამამარცხებდა“.

და აი დადგა 1988 წელი როცა უკვე ასაკოვანი, მაგრამ ბრძოლებში გამობრძმედილი ლარი ჰოლმსი შთამბეჭდავი სტატისტიკით ავიდა რინგზე მაიკ ტაისონთან შესახვედრად.


ჰოლმსს 50 შეხვედრიდან 48 გამარჯვება ჰქონდა, ორი დამარცხება ქულებით მას ჰქონდა მაიკლა სფინქსთან, თუმცა ამ ორ დამარცებას ერთობ საეჭვოდ მიიჩნევს დღემდე კრივის პროფესიონალი ანალიტიკოსები.

ლარი ჰოლმსმა ალისთან შხვედრამდე განაცხადა: "ალის ერა დასრულდება დღეს, იწყება ლარი ჰოლმსის ერა".


ტაისონთან შეხვედრის წინ კი განაცხადა: "ისტორიაში მე შევალ და არა მაიკ ტაისონი, მას გაიხსენებენ, როგორც საცოდავ ბო*ის შვილს".

ჰოლმსმა ჯერ არ იცოდა რამდენი წელი ემზადებოდა ამ ბრძოლისათვის ტაისონი, როგორ ემზადებოდა ალის სასტიკად ცემის გამო მის გასანადგურებლად მაიკი. მისმა სიტყვებმა კი "ცეცხლზე ნავთი დაასხა". ამ შხვედრამდე ტაისონს ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა, 32 ბრძოლიდან 28 ბრძოლაში ნოკაუტით გამარჯვებით.

ბრძოლის წინ რინგზე ასული ალი მივიდა ტაისონთან, მას უკვე მორეოდა სენი, გაჭირვებით მიუახლოვდა ტაისონს და ყურჩი უჩურჩულა: "გაანადგურე ის მაიკ".
შეხვედრა დაიწყო, რინგზე ორი ზემაღალი კლასის და მომზადების პროფესიონალი იბრძოდა, თუ ტაისონთან ბრძოლისას მოწინააღმდეგეების სახეზე შიში იკითხებოდა, ჰოლმსის სახეს გაოცება ეწერა, მას ვერ წარმოედგინა ტაისონი, ეს პატარა ბიჭი ასეთ სიურპრიზს თუ მოუწყობდა უზარმაზარი წარმატებების და გამოცდილების მქონე მოკრივეს.

ტაისონის სახით რინგზე იდგა მძვინვარე ხარი, რომელიც აშკარად ჯაბნიდა გავეშებული მატადორს, მეტიც ის გეგმაზომიერად ანადგურებდა მას.
ჰოლმსი ამ შეხვედრამდე არასდროს ჩავარდნილა ნოკაუტში, მეოთხე რაუნდამდე მან სამჯერ მოასწრო ღრმა ნოკდაუნში ყოფნა, მეოთხე რაუნდში კი ჰოლმსმა ტაისონის უძლიერესმა დარტყმამ ნოკაუტში ჩააგდო და ის ფეხზე არ წამომდგარა.

0
359
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
359