x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
სვანეთი

image
თუ საქართველოში მოგზაურობას აპირებ მაშინ უკვე გეცოდინება რომ სვანეთი მოსანახულებელი ადგილების რიგში ძირითადად პირველ ადგილზე დგას ხოლმე. იგი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე და კავკასიაში ყველაზე მაღალ დასახლებულ რეგიონად ითვლება. სვანეთი 3000–5000 მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებითაა შემოსაზღვრული. კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი სწორედაც სვანეთში მდებარეობს. მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5201მ), თეთნულდი (4974მ), შოთა რუსთაველი (4960 მ), უშბა (4710 მ), აილამა (4525 მ), ლალვერი, ლაცგა და სხვა. სვანეთი იყოფა ზემო (მდ.ენგურის ზემოწელი) და ქვემო სვანეთად (მდ. ცხენისწყლის ზემოწელი). სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე —მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების, სამეგრელოს და ზემო სვანეთის ტერიტორიებს. ადმინისტრაციული ცენტრია — დაბა მესტია. ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე — მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების, რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს. ქვემო სვანეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: ლენტეხი და ცაგერი. მთავარი მდინარეა ენგური. მისი შენაკადებია — ადიშისჭალა, მულხრა, დოლრა, ნენსკრა, იფარი, ხაიშურა და სხვ.

0
42
6-ს მოსწონს
ავტორი:VLAD98
VLAD98
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0