x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
უნიტაზზე მჯდარ, 62 წლის მამაკაცს საჯდომზე, უნიტაზიდან ამოსულმა პითონმა უკბინა

image

ტაილანდის ქალაქ ნონთხაბურის მცხოვრებმა მამაკაცმა საშინელი ტლივილი იგრძნო საჯდომზე როცა უნიტაზზე იჯდა. მამაკაცი შეშინებული წამოხტა უნიტაზიდან და დაინახა, რომ უნიტაზიდან პითონი ამოდიოდა. მამაკაცი იმდენად შეაშინა დანახულმა, რომ წელს ქვემოთ გახდილმა გამოირბინა საპირფარეშოდან და შარვალში გახლართული დაეცა იატაკზე.
მიუხედავად აუტანელი ტკივილისა, მამაკაცმა შესძლო და დაურეკა სასწრაფო დახმარების ბრიგადას. 62 წლის ვიტუნ სონაპუნს ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა იმ ტრავმების აღმოსაფხვრელად, რაც მას მიადგა პიტონის მხრიდან და დაცემის შედეგად.

დაზარალებულმა მამაკაცმა მასთან მისულ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ამ შემთხვევამდე 4 დღით ადრე მან ასევე შეამჩნია გველი უნიტაზში და პითონს მიამსგავა, თუმცა ოჯახის წევრებმა არ დაუჯერეს და სადეზინფექციო სითხე ჩაასხეს უნიტაზში, რამაც ეტყობა გააღიზიანა გველი, რომელიც მართლაც პითონი აღმოჩნდა. პიტონმა გადაწყვიტა უნიტაზიდან ამოსვლა და სწორედ მაშიმ მიაყენა ტრავმა მამაკაცს.
ვიტუნის თქმით ის ფიქრობდა, რომ სადეზინფექციო სითხის ჩასხმის მერე გველი აუცილებლად გაყვებოდა საკანალიზაციო მაგისტრალს, მაგრამ ვერ მოისაზრა, რომ პითონის ზომის გველს არ შეეძლო უნიტაზის ვიწრო გასასვლელში უკან მიბრუნებულიყო.
საბედნიეროდ პითონები არ არიან შხამის მატარებლები, აქედან გამომდინარე არ გახდა საჭირო გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ვიტუნისათვის.
ვიტუნი სწრაფად რომ არ წამომხტარიყო უნიტაზიდან, სპეციალისტების აზრით პითონს შეეძლო მისთვის ბევრად საშიში და მძიმე ტრავმების მიყენება მისთვის.
ექიმების თქმით ვიტუნს ძალიან გაუმართლა, რომ გველმა მას უკბინა საჯდომზე და არა სათესლე ჯირკვლებზე, რაც მამაკაცს შოკში ჩააგდებდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვერ გამოიძახებდა, ოჯახის წევრების სახლში დაბრუნებამდე კი მაღალი იყო იმისი ალბათობა, რომ მამაკაცი სისხლდენით გარდაცვლილიყო.

სპეციალურმა სამსახურებმა მოხსნეს უნიტაზი, მაგრამ გველი იქ ვერ იპოვეს, თუმცა ვიტუნის უნიტაზს გაუკეთდა სპეციალური ფილტრი რომელიც ჩარეცხვისას გაატარებს ფეკალიებს, მაგრამ ნებისმიერი ზომის გველს არ მისცემს საშუალებას ამოვიდეს უნიტაზში.
გველი თავისუფალია და ვინ იცის, იქნებ ახალ საკბილოსაც ეძებს.

imageimage


0
474
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
474