x
მეტი
  • 10.05.2024
  • სტატია:134707
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508923
რუსეთში თამარ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ
image


ორგანიზაცია "რუსეთის მამები" ხელისუფლებისგან თამარ გვერდწითელისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და კონცერტების ჩატარების აკრძალვას ითხოვს. ინფორმაციას მედიები ტელეგრამ არხ Mash-ზე დაყრდნობით ავრცელებენ. გვერწითელი რუსეთში სახალხო არტისტია.

.

კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი ორგანიზაციის აქტივისტი, ანდრეო ზგონიკოვი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გვერდწითელმა გააუქმა ტურნე რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ დატოვა ქვეყანა და ახლა გეგმავს ტურს აშშ-ში.


აქტივისტი ამბობს, რომ მორიგი "შემოქმედებითი დუმილის" შემდეგ მომღერალი რუსეთში ფულის საშოვნელად არ უნდა მივიდეს.

.

ცნობილია, რომ თამარ გვერდწითელმა რუსეთის მოქალაქეობა 2000 წელს მიიღო. მრავალი წელია ის რუსეთშიც მოღვაწეობს.

.

ამ ფაქტთან დაკავშირებით თამარ გვერდწითელს ჯერჯერობით არც მედია კომენტარი გაუკეთებია და არც სოციალურ ქსელში გამოხმაურებია.

2
244
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
244
  
2023, 28 აპრილი, 22:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 აპრილი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2