x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509057
ფილიპ კირკოროვი გალკინის პასუხად მზადაა, ფრონტზე გამჭვირვალე კოლგოტებით წავიდეს

image

რუსეთიდან ისრაელში წასული მაქსიმ გალკინი კონცერტების სერიას მართავს, რა დროსაც იგი ყოფილ კოლეგებს სცენიდან მწარედ კბენს.


შოუმენი ატარებს კონცერტებს საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნების დარბაზებში, რა დროსაც რუს ვარსკვლავებზე ხუმრობები მისი საყვარელი თემა გახდა. ცოტა ხნის წინ, ალა პუგაჩოვას ქმრის მორიგი სამიზნე ფილიპ კირკოროვი გახდა. კომიკოსმა მომღერლის ექსცენტრიული გამჭვირვალე კოლგოტი-რეიტუზი გაიხსენა, რითაც კირკოროვი ყაზახეთში კონცერტის დროს გამოვიდა.

image


გალკინმა აუდიტორიას მოახსენა, რომ რუსეთის სახალხო არტისტი საომარ ზონაში გამჭვირვალე კოლგოტებით უნდა წავიდეს, რათა მხარეები შეარიგოს.


„თუ ფილიპი ფრონტზე გამჭვირვალე კოლგოტებით გამოჩნდება, რამდენიმე დღით ზავი გარანტირებულია“, - იხუმრა კომიკოსმა.


კირკოროვი არ გაჩუმებულა და მალევე უპასუხა . გადაცემის "Ты не поверишь!" ახალ გამოშვებაში NTV-ს არხზე მომღერალმა განაცხადა, რომ გალკინის შეურაცხყოფა ვერ გაანაწყენებს.


ფილიპი ირწმუნება, რომ თუ საჭირო იქნება, ის მზად არის მშვიდობის გამო წავიდეს საომარ ზონაში, თუნდაც გამჭვირვალე კოლგოტებში.


”თუ ეს სიტუაციას გადაარჩენს, მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, თუ საჭირო იქნება, ფრონტის ხაზზე წავალ კოლგოტებით.ვერაფრით შემაშინებთ, ”- თქვა კირკოროვმა.


გალკინი სცენიდან ყოფილ კოლეგებსაც დასცინის.ე.წ. "პატრიოტებს".


„ამბობენ, პატრიოტული სიმღერების დაწერის დრო დადგაო, მთელი პრესკონფერენცია მოაწყვეს. ლეპსი, გაზმანოვი, ბაბკინა, დოლინა სხედან. საშუალო ასაკი 70 წელია - კოოპერატივი”კრუნჩხვები"- თქვა შოუმენმა.

0
346
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0