x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
კახეთში ფერმერებს მოსავალი უფუჭდებათ: მიწების ხელში ჩაგდების პოლიტიკა თუ რუსეთთან უკონტროლო სავაჭრო ბაზარი?
image

კახელ ფერმერებს და მოსავლის მომყვანებს მძიმე პერიოდი უდგათ. ტონობით ხორბალი საწყობებში აქვთ და აცხადებენ, რომ დათბობასთან ერთად იზრდება მოსავლის ლპობის შანსი. ისინი ამ ყველაფერს რუსეთთან უკონტროლო სავაჭრო ურთიერთობას აბრალებენ. ამბობენ, რომ მთავრობამ შემოყარა რუსული ხორბალი და ბობოლა ხალხმა მოითბო ხელი, ფერმერები და მშრომელი ხალხი კიდევ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდეს.




"საწვავი, სასუქი, მომსახურეობის ფასი გაიზარდა, ხორბლის ფასი რუსეთიდან შემოტანილი იაფი ფქვილის გამო დაეცა, დაიკეტა წისქვილ-კომბინატები, ხორბლის ფასი დაეცა, კილო 55 თეთრი ღირს, ამ ფასად რომ გავყიდოთ თვითღირებულებასაც ვერ დავფარავთ".




"ფერმერებმა მივმართეთ საქართველოს მთავრობას, გვაქვს ორი მოთხოვნა, ან დაიბეგროს შემოტანილი ფქვილი, მოგვეცეს საშუალება, რომ დაიფქვას ჩვენი ხორბალი და შეერიოს შემოტანილ ფქვილს, ან როგორც ევროკავშირის ქვეყნებში ხდება ფერმერებს მოგვცენ კომპენსაცია კილოზე 25 თეთრი. თითქმის ყველა ფერმერს გვაქვს აღებული საბანკო სესხი, თუ ასე გაგრძელდა, გავკოტრდებით და მიწები დარჩება აბალახებული" - აცხადებენ დედოფლისწყაროელი ფერმერები.





'ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ მოსავლის მომყვანებმა ხელი გაუშვან საქართველოში ყველაფერს რათა, უფრო და უფრო მეტი უცხოელი ინვესტორი დაეპატრონოს საქართველოს სოფლის მეურნეობასაც, კულტურასაც და ზოგადად საქართველოს. ხორცი, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები ძვირია, პურის წონა განახევრებული, ფასი უცვლელი, მიწების ხელში ჩაგდების პოლიტიკას ჰგავს ეს ყველაფერი. ხორბლის მოყვანა 10 თეთრი დაგვიჯდეს და 5 თეთრში გაყიდო ეგ არის ამ სფეროს ჩაკვლა." - ამბობენ კახელი ფერმერები.





შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ მთავრობას სურს, რამდენიმე წელიწადში საქართველოში ხორბლის მოხმარების ნახევარი ადგილობრივმა წარმოებამ დააკმაყოფილოს.


ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ მთავრობა შეიმუშავებს კონკრეტულ მექანიზმსაც, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას, „რათა მომავალი წლების განმავლობაში მივაღწიოთ იმ მაჩვენებელს, რომ თვითუზრუნველყოფის დაახლოებით 50% მაინც დავაკმაყოფილოთ“.


დღევანდელი რეალობა კი საპირისპიროს გვიჩვენებს. გაკოტრდებიან ფერმერები თუ დაძლევენ კრიზის, ამას უახლოეს მომავალში მიღებული მთავრობის გადაწყვეტილება გვიჩვენებს




0
127
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0