x
პირველი წყალქვეშა ელექტრეოსადგური

აშშ-ში მალე ამოქმედდება პირველი წყალქვეშა ელექტროსადგური, რომელიც ოკეანის მიქცევისა და მოქცევის შედეგად ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტი Ocean Power Technologies-ს მიერაა შემუშავებული და ავტორების განცხადებით ასეთი ელექტროსადგურები სულ მალე ჩაანაცვლებს ჰიდროელექტროსადგურებს რადგან ეს დანადგარი (PowerBuoy) მეტად მარტივია და შეუძლია ძლიერ შტორმსაც გაუძლოს. დანადგარის მუშაობის პრინციპი შემდგომში მდგომარეობს: ოკეანის ფსკერზე დაიდგმება დანადგარის მთავარ ნაწილი, დგუში, რომელიც ოკეანეში არსებული ტალღების მეშვეობით იმოძრავეს და ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. დანადგარის საცდელი ვერსია უკვე დაამონტაჟეს წყნარ ოკეანეში, აშშ–ს საზღვრიდან 4 კილომეტრის მოშორებით ჩრდილოეთის მიმართულებით. ამ ადგილზე ხშირია ქარიანი ამინდი, რის გამოც დიდი ტალღები წარმოიქმნება.image

4
148
6-ს მოსწონს
ავტორი:დავით ხუხუნაიშვილი
დავით ხუხუნაიშვილი
148
  
2012, 25 ოქტომბერი, 15:05
++++++
2012, 11 ოქტომბერი, 18:56
++++++++++++++++++++++++++++++++++++
2012, 2 ოქტომბერი, 11:28
კარგია ყველაფერი რაც ადამიანთა საკეთილდღეოდ იქმნება...
0 1 4