x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134656
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
ღმერთო დაგვლოცე ქართველები! *_*
imageალბად ბევრ თქვენთაგანს მოუსმენია ქართველი ადამიანის სიტყვები “ნეტავ საქართველოდან წამიყვანა’, აქ არაფრის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევენ, იქ რამდენ რამეს შევძლებდი, ვეღარ ვიტან აქაურობას, ქართული ტრადიციების არ მესმის და ა. შ აქედან გარბიან “ბირჟაზე დგომას’’ ამჯობინებენ და საზღვარგარეთ რესტორანში დამლაგებლადაც კი მუშაობენ “ჩვენი მამაკაცები’’.


ბევრ ფეხმძიმე ქალს შეხვედია ტრანსპორტში ახალგაზრდა მამაკაცი “ვითომ ჩაძინებული’’ რათა ადგილი შეინარჩუნოს, მაგრამ არ დაფიქრებულა იმაზე, რომ შეიძლება ხვალ მისი და ან ცოლი მასთან იგივე საჩივრით შეიძლება მივიდეს.


ბევრ “ფეშენ’’ მაღაზიაში შესულს გვქონია პრობელმა უხეშად მომსახურების, სადაც კონსულტანტი ყურადღებას აქცევს შენს გარეგნობა-ჩაცმულობას და ისე გემსახურება, ამ დროს შეიძლება შენი სახით მუდმივი მომხმარებელი დაკარგოს, ან სხვა შენი მეგობარი პოტენციური მომხმარებლის სახით.


ქუჩაში, თუ დაკვირვებიხართ ადამიანებს? ყველა გაბრაზებული დადის, საჭიროების შემთხვევაში ბოდიშს და მადლობას არავინ მოიხდის იმ მიზნით, რომ ელემენტარული სიტყვებით მთელი დღე სხვა სიკეთის კეთების განწყობა შეუქმნას და თვითონაც ღმერთისგან იგივე დაუბრუნდება.



რიგში ჩადგომა ახალგაზრდებს უფრო “გრეხად’’ მიაჩნიათ ვიდრე ასაკიან ხალხს’’.


ყველას აქვს პრეტენზია იყოს თანამდებობაზე მისი კარიერის დაწყების დღიდან.


დავიწყოთ თავიდან, თუ ყველა გაიქცა აქამდე ძლივს გადარჩენილი ქართველობა სულ გაქრება, შეიძლება წახვიდე ისწავლო და კვალიფიკაციის ამაღლება ქართველების მომავლის განვითარებას მოახმარო. უყურეთ ხშირად ძველ ქართულ ფილმებს, მოუსმინეთ პაპა-ბებოს, იგივებაბუა-ბებიას ქართველთა განსხვავებული ხასიათის შესახებ და მიხვდებით, რომ ომიანობის პერიოდშიც კი ქართველი სულ სხვა იყო, მიუხედავად იმისა, რომუფრო მეტი რამ აკლდა მაშინ, ვიდრე ეხლა აქვს ყველა ჩვენგანს.


ყველამ აკეთოს თავისი საქმე რაც შეუძლია და არ არსებობს, რომ არ გამოუვიდეს.


ღმერთო დაგვლოცე ქართველები!



0
35
3-ს მოსწონს
ავტორი:PAPILLON
PAPILLON
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0