x
image
FABIO
ბიძინა ივანიშვილმა მადლობა საკუთარ თავს გადაუხადა

image"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მადლობა საკუთარ თავს გადაუხადა. პოლიტიკოსმა იმ "ერთ ადამიანთან" დაკავშირებით, გააკეთა განმარტება, რომელზეც გუშინდელ აქციაზე საუბრობდა და რომელსაც მადლობა გადაუხადა.
განმარტება დღეს გააკეთა. ის "ერთი ადამიანი, რომელმაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ნიღბის ჩამოხსნა შეძლო და მისი რეალური სახე მსოფლიოს აჩვენა", ბიძინა ივანიშვილის თქმით, თავადაა.
"მე პატარა ტრიუკი გავაკეთე. სხვათაშორის, ეს მოფიქრებული მქონდა და მეგონა, მარტივი გასაგები იყო, მაგრამ ძალიან ბევრმა მკითხა და როგორც ჩანს, ვერ გაიგეს. რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ვუხდიდი მადლობას და ხუმრობით დავიწყე, როდესაც კიდევ ერთ ადამიანზე ვთქვი, რომელმაც ნიღაბი ჩამოხსნა და მერე გადავედი "მე"-ზე, უკვე პირველ პირში საუბარზე, რომ გული გაგიხსენით, სიყვარული დაგიმტკიცეთ. მე არ ვთქვი, რომ საკუთარ თავს გადავიხადე მადლობა და საკუთარი თავის შექება დავიწყე ნახევრად ხუმრობით. დაღლილი ვიყავი, ემოცია აღარ მეყო, ვეღარც გავიღიმე და ხალხი დავაბნიე ეტყობა" - განმარტა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ წაიტრაბახა და თავისი დამსახურებაც აჩვენა.
ცნობისთვის, გუშინ, "თავისუფლების მოედანზე" გამართული აქციის დასასრულს ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი გუნდის წევრებს, მხარდამჭერებს, ოჯახის წევრებს და "კიდევ ერთ ადამიანს" მადლობა გადაუხადა.

1
55
2-ს მოსწონს
ავტორი:FABIO
FABIO
55
  
2012, 1 ოქტომბერი, 13:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1