x
მეტი
  • 13.05.2024
  • სტატია:134736
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508930
"დედოფალი დაბრუნდა" - სელენა გომესი ისევ ყველაზე პოპულარული ქალია "ინსტაგრამზე"
image

სელენა გომესმა აჯობა კაილი ჯენერს და კვლავ გახდა ყველაზე პოპულარული ქალი "ინსტაგრამზე".


დისნეის ყოფილმა ვარსკვლავმა ფოტოების გაზიარების პლატფორმაზე 381 მილიონი გამომწერი დააგროვა და კაილის ერთი მილიონი გამომწერით აჯობა( 380 მილიონი)


30 წლის სელენა გომესი, მანამდეც, 2019 წელსაც იყო საიტზე ყველაზე პოპულარული ქალი, სანამ არიანა გრანდემ არ ჩამოიტოვა უკან, თუმცა მოგვიანებით 25 წლის კაილი ჯენერიმ ორივეს გადაასწრო.



მომღერლის ბევრ თაყვანისმცემელს ახარებს ეს ამბავი და სელენას „ინსტაგრამის დედოფალს“ უწოდებს.


„სელენა გომესი "ინსტაგრამზე" ისევ ყველაზე პოპულარული ქალია. დედოფალი დაბრუნდა!"


„ის დაბრუნდა თავის ტახტრევანზე. სელენა, ინსტაგრამის დედოფალია!"


„სელენა გომესი ახლა ყველაზე პოპულარული შემსრულებელია Instagram-სა და Tiktok-ზე. მსოფლიო დედოფალია."-წერენ სოციალურ ქსელში მისი თაყვანისმცემლები.

image

მიუხედავად იმისა, რომ მას ასეულობით მილიონი მიმდევარი ჰყავს, სელენამ ცოტა ხნის წინ განუცხადა Vanity Fair-ს, რომ ის ჩამოშორდა სოციალურ მედიას და ტელეფონში მხოლოდ TikTok აპლიკაცია აქვს გადმოწერილი.


ვარსკვლავმა დაამატა, რომ მას აწუხებდა ტროლების "უღირსი " კომენტარები და ასევე თვლიდა, რომ პლატფორმების ზედმეტად გამოყენება "დროის უქმად ფლანგვა" იყო.


" მიწოდებდნენ მახინჯს ან სულელს, მე კი ვამბობდი: „ჯანდაბას რაც უნდა თქვან“. მაგრამ ეს ხალხი კონკრეტულად დეტალებში წერდნენ ბილწ აბზაცებს, სულ ვტიროდი. გამუდმებით მქონდა შფოთვა... აღარ შემეძლო. ეს იყო ჩემთვის დროის ფლანგვა"-ამბობს არტისტი.

image

სელენა გომესის პოპულარობა იწყება დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“. ამას გარდა მას მთავარი როლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი, “ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, „პრინცესების დაცვის პროგრამა, “ „რამონა და ბიზუსი, “ „მონტე–კარლო.“ და სხვა.


სელენას მუსიკალური კარიერა ასევე წარმატებული აღმოჩნდა. 2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene, “ რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell, “ „A Year Without Rain“ და „When The Sun Goes Down.“ 2008 წლიდან სელენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩია.

1
380
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
380
  
2023, 24 თებერვალი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1