x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ოფისის ლიდერი ადგილობრივ ხელისუფლებას დითირიმებს უძღვნის
image
კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ოფისის ხელმძღანელი კახი ხუციშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას ქება-დიდებას უძღვნის თვითმმართელობის გაზეთ "შირაქში".



დედოფისწყაროს რაიონში კონსერვატიული პარტიის რაიონული ორგანიზაცია 2022 წლის 10 მარტს გაიხსნა. თავდაპირველად ოფისის ხელმძღანელად დანიშნული იყო ქვემო ქედელი დემნა კარატიელი. რაც შეეხება კახი ხუციშვილს ის 12 წელი იმყოფებოდა ჩეხეთში ემიგრაციაში. ხუციშვილის ემიგრაციიდან დაბრუნებისთანავე მოხდა მისი დანიშვნა რაიონული ორგანიზაციის ლიდერად, არადა თავდაპირველი "ცეცხლი", რაც ოფისის გახსნას მოყვა თანამშრომლებზე იქნა გადატანილი .




როგორც რაიონში მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნავს, მათ არც კი გაუგიათ ვინ არის ხუციშვლი, რომელსაც არცერთი კრიტიკული ინფორმაცია არ გაუჟღერებია არც წინა და არც ახლანდელ ხელისუფლებაზე.



თვითმმართველობის გაზეთ შირაქის 11-18 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში კახი ხუციშვილი ამბობს: " ზოგადად, პოლიტიკური მოღვაწეობა ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლას არ ნიშნავს. მადლობა, ღმერთს, დედოფლისწყაროში პოლიტიკური კუთხით სიმშვიდეა. ხელისუფლებას აქ კომპეტენტური კადრები ყავს. ჩემი აზრით მთელი რეგიონების შედარება რომ გავაკეთოთ ყველაზე ხარისხიანი კადრი დედოფლისწყაროში არის.ჩვენი მოღვაწეობა ამ რეგიონში სუფთა იდეოლოგიური თვითიდენტიფიკაციის გავრცელებაა. აქ საზოგადოება ისედაც კონსერვატიულია და მე პირადად ვცდილობ, რომ ჩვენმა ხალხმა შეძლოს ადვილად აღქმა, თუ რა ტენდენციები არის სახიფათო." - უთხრა "შირაქს" კახი ხუციშვილმა.



imageimage


ეს განცხადება კახი ხუციშვილმა გააკეთა იმ ფონზე, როცა პარტიის ლიდერები ოცნებას შევიწროებაში და ფინასების დაბლოკვაში ადანაშაულებენ. რაც შეეხება ადგილობრივ ხარისხიან კადრს, ადგილობრივი კადრი შეიძლება პიროვნულად კარგი ადამიანიც არის, მაგრამ კახი ხუციშვილს, როგორც კონსერვატიული მოძრაობის დედოფლისწყაროს ოფისის ლიდერს "დაავიწყდა" ეტყობა რომ ეს კადრი ახლანდელი სისტემის და მთავრობის წარმომადგენელი და პარტია ოცნების ადგილობრივი ოფისის ხელმძღანელიცაა, ასეთ განცხადებას თვით ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ლიდერსაც კი არ გაუკეთებია არასდროს.



რაც შეეხება პოლიტიკურ სიმშვიდეს და საზოგადოების კონსერვატიულობას, მინდა შეგახსენოთ, რომ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ოფისი ორჯერ გადაღებეს, რაზეც აღიძრა საქმე, მაგრამ არავითარი რეაგირება ამას არ მოყოლია.


"დედცოფლისწყაროს ახალ ამბებზე " დადებული ინფორმაცია ოფისის გატეხვის თაობაზე უამრავმა ადამიანმა გააზიარა მოთხოვნით, რომ დაბლოკილიყო პრორუსული გვერდი, ეს გვერდი მართლაც ერთი თვით იყო დაბლოკლი ამის გამო და შემდგომშის კიდევ დაბლოკეს ორჯერ თითო თვით, არა მარტო ეს გვერდი, არამედ, გვერდის ადმინის პროფილიც. დედოფლისწყაროს ახალი ამბების ადმინის მისამართით და კონსერვატიული მოძრაობის მიმართ კი უამრავი ლანძღა გინების კორიანტელი დაიწერა, სადაც ერთი კომენტარიც კი არ დაუწერია თავად კახი ხუციშვილს.


კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღანელი კახა ელიზბარაშვილი ამბობს, რომ ილია მარტყოფლიშვილმა გაუყალბა კომენტარი გაზეთ "შირაქში", თავად ამ საკითხზე დავურეკეთ კახი ხუციშვილს, რაზეც მან გვიპასუხა პრეტენზია არ აქვს ილიასთან და არც "შირაქთან და რომ დაახლოენბით მასე ვთქვი, რაც წერიაო.

image


ამ საკითხთან დაკავშირებით 16 თებერვალს ასევე, ვცადეთ დაკავშირება პარტია კონსერვატიული მოძრაობის ლიდერთან გიორგი ქარდავასთან ოფიციალურ გვერდზე . გვერდის ადმინმა შეგვეკითხა, რა საკითხზე გვსურდა საუბარი, შემდგომ გვითხრა რომ გადასცემდა საკითხს და თვითონ დაგვირეკავდა ქარდავა. დღემდე არ შეგვხმიანებია. დღეს ისევ დავუკვაშირდით გვერდის ადმინს, მან გვიპასუხა, რომ საკითხი გადასცა ქარდავას. მოთხოვნაზე მოეცა ტელეწფონის ნომერი, მან გვიპასუხა, რომ ეს აკრძალული აქვს. ალბათ უკვე "ხელისუფლებაში" ან მინიმუმ პარლამენტში გონიათ თავი, როცა ელემენტარულ კომენტარსაც არ აკეთებენ.



შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელებში კონსერვატორების ცალსახად მიკერძოებული პოლიტიკის და ოცნებასთან ლოიალობის გამო პროტესტის პოსტები უკვე ხშირია. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ კონსერვატიული მოძრაობა "პატრიოტთა ალიანსის " ბედს გაიზიარებს.







1
165
2-ს არ მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
165
  
2023, 18 თებერვალი, 16:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1