x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მიშა ბარტონი: “კარიერული წინსვლისთვის მთავაზობდნენ დიკაპრიოსთან სექსი მქონოდა”
მიშა ბარტონი 2000-იანი წლების დასაწყისში პოპულარული სერიალ “O.C., California“-ში შესრულებული როლის შედეგად გახდა, სადაც მან დამამთავრებელი კლასების მოსწავლე განასახიერა. დღეს მსახიობი 37 წლისაა და უსიამოვნოდ იხსენებს ფილმ “ტიტანიკის” ვარსკვლავ ლეონარდო დიკაპრიოსთან ნაცნობობას, რომელიც ჰოლივუდის სექს-სიმბოლოდ და ქალების გულთამპყრობლად არის მიჩნეული. 48 წლის ლეოს ხშირად ნახულობენ ასაკით ბევრად უმცროსი გოგონების გარემოცვაში. უკანასკნელად ის 19 წლის მოდელ ედენ პოლანის გვერდით შენიშნეს.


აღნიშნულთან დაკავშირებით დასავლურ პრესაში ხელახალი აქტუალობა შეიძინა მიშა ბარტონის ძველმა ინტერვიუმ, სადაც ეს უკანასკნელი გულახდილად გამოტყდა, თუ როგორ ურჩიეს მას, დიკაპრიოსთან სექსი ჰქონოდა, როცა ჯერ მხოლოდ 19 წლის იყო.


ლეო


“თუ საკუთარი კარიერული წინსვლა გაღელვებს, მიდი და დაწექი ამ მამაკაცთან, ” - ურჩია ბარტონს მისმა ყოფილმა აგენტმა კრეიგ შნაიდერმა.



აღნიშნულის შესახებ ბარტონმა 2005 წელს ჟურნალ “Harper’s & Queen”-თან ინტერვიუში ისაუბრა. იმ დროისათვის “O.C., California“-ს სახე უკვე ძალიან ცნობილი მსახიობი გახლდათ.


იმ პერიოდში დიკაპრიო 30 წელს იყო გადაცილებული და “ტიტანიკის” და სხვა ფილმების წყალობით მსოფლიო დონის ვარსკვლავს წარმოადგენდა, ხოლო ბრაზილიელ სუპერმოდელ ჟიზელ ბიუნდჰენთან განშორების შემდეგ მარტოობას განიცდიდა.


მიშა ბარტონი არ დათანხმდა საკუთარი აგენტის შემოთავაზებას დიკაპრიოსთან სექსის შესახებ, რადგან “O.C., California“-ს ვარსკვლავის აზრით დიკაპრიო მისთვის მაშინ “ძალიან ასაკოვანი” იყო. როგორც თავად განაცხადა, მას არავითარი ინტერესი არ გააჩნდა, ასაკით უფროს მამაკაცებთან ჰქონოდა სექსი.


იცოდა თუ არა თავად დიკაპრიომ მიშა ბარტონისთვის გაკეთებული შეთავაზების შესახებ, დღემდე ცნობილი არ არის.


მიშა

0
226
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0