x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
10 სასაჩუქრე იდეა შენი ვალენტინისთვის- Glovo, Tnet და Visa შეყვარებულებს საინტერესო იდეებს სთავაზობენ
image


ალენტინობა ახლოვდება და ბუნებრივია, შეყვარებული ადამიანებისთვის ყველაზე აქტუალური კითხვაა, როგორ გავახაროთ ჩვენი პარტნიორი, ა ვაჩუქოთ სიყვარულის დღისთვის? თუ იდეების მოფიქრებასა და შეღავათიანი ვარიანტების მოძიებაში დახმარება გჭირდებათ, ეს სტატია ნამდვილად თქვენთვისაა.



როცა საჩუქრებზე ვფიქრობთ, აუცილებელია ადრესატის ინტერესები და საჭიროები გავითვალისწინოთ. უფრო გავიმარტივებთ საქმეს, თუ წარმოვიდგენთ, რომ საჩუქრების საშუალებით ჩვენს საყვარელ ადამიანს ვესაუბრებით. მთავარი მესიჯი კი, თავისთავად, ჩვენი მისდამი უკიდეგანო სიყვარულის გამოხატულებაა. თუ შენ გინდათ, ეს თარიღი ურთიერთობის კალენდარში დაუვიწყარ მოგონებებად ჩაიხატოს, გირჩევთ, მთელი დღე წინასწარ დაგეგმოთ თქვენი საყვარელი ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ საჩუქარი ზრუნვისა და ყურადღების გამოხატვის ერთ-ერთი უნიკალური ნიშანია.

იცოდით რომ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი Vendoo და Swoop ინტერნეტ მაღაზიები ახლა უკვე Glovo-ს აპლიკაციაშივე შეგიძლიათ მოიძიოთ?


Glovo, Tnet და Visa ერთგული მომხმარებლებისთვის გაერთიანდნენ! თუ გლოვოს აპლიკაციაში საჩუქრების შერჩევას Vendoo-ზე გადაწყვეტთ, 20%-იან ქეშბექს მიიღებთ, ბოლო Swoop-ის მეშვეობით საინტერესო და დაუვიწყარი საღამოს დაგეგმვას თუ ეცდებით, 1+1 აქციით ისარგებლებთ. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში, რომელიც ერთ ადამიანზეა გათვლილი, მეორე ავტომატურად თქვენი გახდება.



ახლა კი გადავხედოთ სასაჩუქრე იდეებს ქალბატონებისთვის:

სარელაქსაციო მასაჟი


საღამოს რომანტიულ ვახშმამდე, შეგიძლიათ საყვარელი ქალბატონი სარელაქსაციო მასაჟით, საუნითა და აუზზე ვიზიტით გაანებივროთ. ეს ყურადრებიანი ჟესტი მეტყველებს, თუ როგორ აფასებთ მის ყოველდღიურ შრომას.


მანიკურისა და პედიკურის პროცედურა


ასევე რომანტიული ჟესტია, როცა მამაკაცი ქალბატონის სილამაზეზე ზრუნავს და დაუკითხავად ჩუქნის ყველა ქალისთვის საყვარელ პროცედურას.


სახის მოვლის საშუალებები


ყველა ქალს უყვარს თავის მოვლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახის კანის გაჯანსაღება და გალამაზება. გირჩევთ, პირველ რიგში, გაიაროთ საყვარელ ადამიანთან კონსულტაცია, თუ რომელ ბრენდს ირჩევს თავად, რა აკლია თუ რისი დამატება სურს რუტინაში და შესაბამისად აარჩიოთ საჩუქარი მისთვის.


კოსმეტიკა


წითელი ტუჩსაცხი სიყვარულის დღის სიმბოლოდ დიდი ხნის წინ იქცა და ყველა ქალის ჩანთაში შეუცვლელი ადგილი უჭირავს. დღეისთვის, განსაკუთრებულად ტრენდულია გლოსი, მბზინავი ტუჩსაცხი- ეს ნამდვილად საოცარი არჩევანი იქნებოდა!


სახლის აქსესუარები


საჩუქრებზე ფიქრისას ცოტას თუ მოსდის აზრად სახლის აქსესუარები, რეალურად კი ყველას ძალიან გვახარებს და გვაბედნიერებს საკუთარი სივრცის გალამაზება და მორთვა. მოუთმენლად ველით დამღლელი დღის ბოლოს სახლში დაბრუნებას, დეკორაციებით მორთული, ესთეტიური გარემო კი განწყობას ერთიორად გვიმაღლებს და ამ სიამოვნებას ყველა ვიმსახურებთ.



სასაჩუქრე იდეები მამაკაცებისთვის:


სავის მოვლის საშუალებები


ყველა მამაკაცი აფასებს, როცა ქალი მასზე ზრუნავს. ხშირად მათ სჭირდებათ ქალბატონების დახმარება სწორი პროდუქციის შერჩევაში, დღისა თუ ღამის რუტინის ჩამოყალიბებაში, ამიტომაც, თქვენ შეგიძლიათ, საჭიროებების მიხედვით, შეურჩიოთ თავის მოვლის საშუალებები.

ორ დღიანი დასვენება ქალაქ გარეთ



დაგეგმეთ და გაახარეთ თქვენი მამაკაცი ორ დღიანი დასვენებით. ამ ჟესტით ნამდვილად აჩვენებთ მას თუ როგორ აფასებთ მის დროს, ენერგიასა და შრომას. დასვენება ყოველდღიური რუტინის შემდეგ ნამდვილად ყველას სჭირდება!


სმარტ-საათი


ეს საჩუქარი ყველა საქმიანი მამაკაცისთვის შესაბამისია!


ყურსასმენი


თუ თქვენს პარტნიორს უყვარს კომპიუტერთან დროის გატარება ან უბრალოდ მუსიკის მოსმენა, ყურსასმენი ნამდვილად უსაფრთხო არჩევანი იქნება.


პორტატული და ბლუტუზ დინამიკი


თუ თქვენი საყვარელი ადამიანი მუსიკას ხშირად უსმენს, დინამიკი ნამდვილად ძალიან მოეწონება, მაღალი ხარისხის ხმა მუსიკისგან მიღებულ სიამოვნებასაც ხომ ერთი ორად ზრდის!



გაახარეთ საყვარელი ადამიანები და აქციეთ ვალენტინობის დღე დაუვიწყარ თავგადასავლად. ასევე, არ დაგავიწყეთ დაზოგოთ ბიუჯეტი და ისარგებლოთ Glovo-ს, Tnet-ისა და Visa-ს განსაკუთრებული შეთავაზებებით.




Glovo-ს შესახებ


Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. გლოვოს ხედვაა, ყველა ადამიანს ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე თავიანთ ქალაქში და, შესაბამისად, მომხმარებლებმა ისიამოვნონ რითაც უნდათ, როცა უნდათ და სადაც უნდათ. Glovo დაარსდა 2015 წელს და ის ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 25 ქვეყანაში.


Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

https://about.glovoapp.com/en/


საქართველოში Glovo პლატფორმა 2018 წელს ამოქმედდა და დღეს ის 10 ქალაქში ოპერირებს: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ბაკურიანში, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში. Glovo-ს დეტალური დაფარვის ზონა შეგიძლიათ ნახოთ აქ:

https://glovoapp.com/ge/en/map/cities/


კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

tekla.vekua@providers.glovoapp.com



R



0
40
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0