x
image
თეონა გორდეზიანი
რა არის კლასტერული თავის ტკივილი რა უნდა მოვიმოქმედოთ პრევენციისთვის?
image

კლასტერული თავის ტკივილი უეცარი, ძალიან ძლიერი, მფეთქავი ხასიათისაა. ჩნდება ერთ მხარეს, უმთავრესად საფეთქლის ან თვალბუდის არეში. მტკივნეულ მხარეზე შესაძლოა აღინიშნებოდეს გამონადენი თვალიდან და ცხვირიდან. ტკივილი, ხშირად, იწყება ღამით და გრძელდება 30 წუთიდან რამდენიმე საათამდე. იგი შეიძლება არაერთხელ განმეორდეს დღის განმავლობაში.

ასეთი შეტევები გრძელდება 1-12 კვირა,

ხოლო შემდეგ შესაძლოა აღარ გამეორდეს თვეების ან წლების მანძილზე.


კლასტერული თავის ტკივილი 5 - ჯერ უფრო ხშირია მამაკაცებში, განსაკუთრებით მწეველებსა და ალკოჰოლის მოყვარულებს შორის. შეტევის დროს აუცილებელია სიგარეტისა და ალკოჰოლისგან თავის შეკავება.

პრევენცია და ბინაზე მკურნალობა ზოგადი პრინციპების ანალოგიურია.

მიმართეთ ექიმს თუ:

ჩვეულებრივი, თქვენთვის ცნობილი და სხვა შემთხვევებში ეფექტური მკურნალობა უშედეგოა.

0
65
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0