x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თურქეთში და მის მიმდებარე ქვეყნებში მომხდარ მიწისძვრას რუსი სამხედრო ანალიტიკოსები ამერიკას აბრალებენ, სრულიად აბსურდული მოტივით

image
თურქეთში და სირიაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრა რუსმა სამხედრო ანალიტიკოსებმა ამერიკის შეერთებული შტატებს დააბრალეს, ამ მხრივ თავი განსაკუთღებით თავი რუსმა სამხედრო ანალიტიკოსმა და მკვლევარმა ვლადიმირ პროხვატილოვმა გამოიჩინა. რომლის თქმით ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა შეეძლო გამოეწვია ამერიკულ "ჯოჯოხეთის მანქანას" რომელიც პროგრამა " HAARP"-ის ფარგლებში შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საუბარია გეოფიზიკურ იარაღზე რომელიც თურმე ნუ იტყვით და მძლავრი გამომსხივებლის მეშვეობით ულტრამოკლე ტალღებს უმძლავრესი სიმძლავრით გატყორცნის იონურ ზემძლავრ სხივებს იონოსფეროში. სტრატოსფეროს სქელი ფენებიდან კი ხდება მისი ასხლეტა რიკოშეტის პრინციპით და წინასწარ გათვლილ ადგილზე დედამიწაზე დაბრუნება, რაც დედამიწის სიღრმეში ტემპერატურის მკვეთრ მატებას იწვევს, რაც მიწისქვეშა ფიქალების მძლავრ შეჯახებას იწვევს, რაც მიწისძვრით მთავრდება.
აღნიშნული პროგრამის გარდა უამრავი სხვა პროგრამა მუშავდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბჭოთა კავშირში და ჩინეთში.

რუსი ანალიტიკოსის თქმით პროექტის განხორციელების პროცესში მინესოტის შტატის გუბერნატორმა ჯესი ვენტურამ მოითხოვა დაეშვათ პროგრამაზე მუშაობის ადგილზე და მას უარი უთხრეს. ვინ ვინ და სამხედრო ანალიტიკოსმა წესით უნდა იცოდეს, რომ გასაიდუმლოებულ სამხედრო ბაზაზე თუნდაც შტატის გუბერნატორს არავინ რომ არ დაუშვებს.
ესეც არაფერი, აღნიშნული რუსი სამხედრო მკვლევარი ეყრდნობა ვენესუელას ყოფილი პრეზიდენტის უგო ჩავესის ნათქვამს, რომელიც ვენესუელაში მომხდარ კატაკლიზმებში აშშ-ს დებდა ბრალს.

როცა სამხედრო ანალიტიკოსს და მკვლევარს უწოდებ საკუთარ თავს ცოტა მეტი პასუხისმგებლობაც უნდა აიღო საკუთარ თავზე. "მე არ შემიძლია ჩემი ვარაუდის დამტკიცება"-აცხადებს პროხვატილოვი. თუ არ შეგიძლია, მაშინ ნუ მოგყავს უგო ჩავესის სიტყვები მტკიცებულებად.

ესეც არ იყოს იონის სხივებს სტრატოსფერო ვერ აირეკლავს იმ სიძლიერით, მან დედამიწამდე მობრუნება მძლავრი ენერგიის სახით შეძლოს. ამ რუს ბატონს ფიზიკასთან ეტყობა მწყრალი დამოკიდებულება ჰქონდა ეტყობა.

ამასაც შევეშვათ, იდეაში დავუშვათ "ჯოჯოხეთის მანქანის" მოქმედების შდეგად მოხდა მიწისძვრა, ამ დედამიწის მოცემულ მონაკვეთში დიდ სიღრმეზე ტემპერატურის მძლავრი მატება ფიქალების შეჯახების შედეგად მიწისძვრას თუ გამოიწვევდა ის იქნებოდა ან ვერტიკალური ან ჰორიზონტალური სახის მიწისძვრა და არცერთ შემთხვევაში არ მოხდებოდა ორივე ერთად.
თურქი და ევროპელი სეისმოლოგების თქმით თურქეთში ვერტიკალური რყევაც იყო და ჰორიზონტალურიც, რომელიც ერთდროულად არსად ფიქსირდება სტატისტიკურად.

ამასაც შევეშვათ, ამერიკაში ერთ ლოკალურ ადგილზე დამონტაჟებულ გამომსხივებელს როგორ შეუძლია დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მოახდინოს არეკლილი სხივების მიმართვა?
ეს მეცნიერებაა და არა ბილიარდის თამაში, სადაც კიის სწორად გამოყენების შემთხვევაში ნებისმიერი ტრაექტორიით შეგიძლია ბურთების ასხლეტა.

ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ "HAARP"-ს გააჩნია 360 რადიოგდამცემი, 180 ანტენა და 5 მძლავრი გენერატორი.
პროექტი შეიქმნა იონოსფეროს გამოსაკვლევად ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებში გამოსაყენებლად.
პროგრამა დაიხურა 2013 წელს, კონტრაქტი შეუწყდა მომსახურე კომპანიას.

რაც ყველაზე ნიშანდობლივია, რუსუ ანალიტიკოსი ეყრდნობა ამერიკიდან გაქცეული "CIA"-ს აგენტის, ედუარდ სნოუდენის მიერ რუსეთში გაქცევის მერე გაკეთებულ განცხადებას და რამდენიმე ფურცლიან რვეულს, რომელსაც "დოკუმენტი" უწოდეს რუსებმა.
სნოუდენის თქმით პროექტ " HAARP"-ის მიერ ხდება ბუნებრივი გეომაგნიტური ტალღების ჩანაცვლება ხელოვნური, ძალიან დაბალი სიხშირის ტალღებით რომელიც ადამიანის ტვინის ბუნებრივ ტალღურ სიხშირეს შეესაბამება, სწორედ ამის გამო ხელოვნურ სიხშირეს შეუძლია ადამიანის თავის ტვინში მოაწყოს ქაოსი, რის შდეგადაც ადამიანი ქმედუუნარო გახდება.

როცა დაიწყო მუშაობა პროექტ " HAARP"-ზე, მაშინ დიდი ხნის მომხდარი იყო ჩერნობილის ტრაგედია (რეაქტორში აფეთქება გამოიწვია მეცნიერების მტკიცებულებით, რეაქტორის ქვეშ ტექტონიკური ტალღის მიერ რეაქტორის ჰერმეტულობის დარღვევამ) და სომხეთში სპიტაკის ტრაგედია, საინტერესოა რუსი მკვლევარი ამ ორ ტრაგედიას ვის დააბრალებს? სსრკ-ს ხომ არა, რომელი ქვეყნის მეცნიერების მიერ მიმდინარეობდა ტექტონიკურ იარაღზე მუშაობა და რომლის გამოყენების შდეგად წარმოქმნილი მიწისქვეშა რღვევების დაფიქსირებას ახდენდა აფხაზეთში, სოხუმის გარეუბანში მდებარე ეშერის მრავალდონიანი ლაბორატორია, რომელსაც საბჭოთა სპეცსამსახურებთან ერთად, განსაკუთღებული დანიშნულების დანაყოფები იცავდნენ და რომლის თითოეული სართული რუსებმა სულ რამდენიმე წლის წინ მთლიანად დატბორეს, როცა გაეროს უშიშროების საბჭომ მოითხოვა დაეშვათ სპეციალური შემსწავლელი კომისია ლაბორატორიაში.
თავის დროზე ამაზე ცნობილი ქართველი ფიზიკოსი ჯუმბერ ლომინაძეც წერდა. ბატონი ჯუმბერი გახლდათ ერთადერთი ქართველი მეცნიერი რომელიც ნამყოფი იყო ეშერის გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აშშ-ს რომც მოესურვებინა "ჯოჯოხეთის მანქანას" ალიასკიდან თურქეთის გარკვეულ ლოკაციაზე და სირიის გარკვეულ ლოკაზიაზე მიმართული მოქმედების მძლავრი ენერგიის გაშვება არ შეეძლო.
რომც შესძლებოდა, ერთბაშად ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ რყევებს ვერ გამოიწვევდა.

აღნიშნული პროექტის ბაზა ალიასკაზე.
image



რუსი სამხედრო ანალიტიკოსი და მკველვარი ვლადიმირ პროხვატილოვი.
image

0
249
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
249