x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134606
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა საკუთარი ქალიშვილი საჯაროდ გამოაჩინა
image

კიმ ჩენ ინი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ქვეყნის არმიის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ დღესასწაულს დაესწრო.


ჩრდილოეთ კორეის მეთაური, კიმ ჩენ ინი, ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად, ეწვია კორეის სახალხო არმიის (KPA) მეთაურების რეზიდენციას, რათა ბანკეტზე საზეიმოდ აღენიშნა ქვეყნის ჯარების 75 წლის იუბილე. ამის შესახებ რადიო „კორეის ხმა“ იუწყება.

image


დღესასწაულში, ქვეყნის ლიდერის გარდა, მისი ქალიშვილი და მეუღლე რი სოლ ჩჟუ მონაწილეობდა, ასევე შრომითი პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრები, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები, კორეის სახალხო არმიის ქვედანაყოფების მეთაურები და სხვა გენერლები.


image

image

თუმცა ოფიციალურ პროტოკოლში, კიმ ჩენ ინის ქალიშვილის სახელი არ არის ნახსენები. თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკოსმა ბანკეტზე მიიყვანა საკუთარი ქალიშვილი. გოგონა "კორეის ხმის“ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს.

ადრე აცხადებდნენ, რომ გოგონას, რომელიც კიმ ჩენ ინის ქალიშვილად ითვლება, კიმ ჩჟუ-ე ჰქვია.

image

გასული წლის სექტემბრის ბოლოს იგი და რამდენიმე სხვა ბავშვი მღეროდა ეროვნულ დღესასწაულზე კიმ ჩენ ინის და მისი მეუღლის რი სოლ ჩჟუს წინაშე. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ქალიშვილი დაახლოებით 10 წლის უნდა იყოს.


image

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას არასდროს დაუდასტურებია, რომ კიმ ჩენ ინს შვილები ჰყავს, თუმცა სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, მას და მის მეუღლეს ჰყავთ ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, რომლებიც დაიბადნენ 2010, 2013 და 2017 წლებში.

image


0
427
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0