x
უსაფრთხოების პოლიტიკა და ეთიკის ფილოსოფია

image

უსაფრთხოების პოლიტიკა ფორმაცვალებადია დროისა და სივრცის განზომილებაში. ეთიკა და პოლიტიკის ეთიკური ფორმები განსაკუთრებით საყურადღებოა განვითარებად სახელმწიფოებში, სადაც პოლიტიკური კულტურა წარმატებულ ქვეყნებთან შედარებით, უფრო გვიან მკვიდრდება (ან საერთოდ არ მკვიდრდება). თავად ეთიკურ გაგებას პოლიტიკურ მეცნიერებაში ორი მიმართულებით ვხვდებით - კლასიკური და თანამედროვე. კლასიკური გაგებით პოლიტიკის ეთიკურობა გამოიხატება ინსტიტუტების, საზოგადოების და მთავრობის ისეთ კომუნიკაციაში სადაც დემოკრატიის ნაკარნახები ყოველი წესი დაცულია - დაცულია ხელშესახები ფორმებით და არა პოლიტიკოსების მედიაგანცხადებებით ან/და საზოგადოების გროტესკული თავდადებებით. თანამედროვე გაგებით, პოლიტიკური ეთიკის დეფინიციის განსაზღვრა რთული და შეუძლებელია, თუმცა, მას პრაქტიკულად ვხედავთ თვითოეული პოლიტიკური პროცესის ბედნიერი დასასრულით. მაგალითად, თუ ურბანული პერსპექტივა საფრთხეს არ შეუქმნის გარემოს, მეტწილად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკურ ეთიკასთან გვაქვს საქმე.

შეგვიძლია ვთქვათ რომ ეთიკა კონკრეტული წესრიგითა და ისტორიული წონასწორობითაა მოტივირებული? ის რასაც ეთიკურ პოლიტიკას უწოდებენ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთში, პროპორციულად, ეთიკურია დასავლეთში? პოსტ-საბჭოთა ქვეყნები, განსაკუთრებით ევროკავშირის მიღმა მყოფნი, ხშირად, სსრკ-ს სდებენ ბრალს პოლიტიკური კულტური მახინჯი ფორმით დამკვიდრებაში. საბჭოთა კავშირმა ნამდვილად დაასვა სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და მორალური დაღი თაობებს, მაგრამ, როგორც შეძლო ნაციზმისგან თავდაღწეულმა, თავისუფალ ვარდნაში მყოფმა, გერმანიამ ძლიერი ინსტიტუტების შექმნა? ჩემი ჰიპოთეზა ამ უკანასკნელი კითხვის პასუხში მდგომარეობს - პოლიტიკურ პროცესში, ეთიკით განსაზღვრული, წითელი ხაზების გადაკვეთა მხოლოდ მაშინაა დასაშვები, როცა მეცნიერული მტკიცებულება არსებობს. მეცნიერულ მტკიცებულებაში არ ვგულისხმობთ მათემატიკურ მოდელს, რომელიც ადამიანის ხვალინდელი დღის ქცევას იწინასწარმეტყველებს, თუმცა, წარსული კლასიფიკაციით შესაძლებელია რიგი სცენარების წარმოდგენა. აგრეთვე, შესაძლებელია იმ წითელი ხაზების შექმნა, რომლის მიღმაც პოლიტიკური პროცესი სიცრუე, მარკეტინგული სვლა, იღბლიანი ბორბლის დატრიალება ან, სულაც, საბოტაჟია საკუთარი ხალხის მიმართ.

სტატიაში წარმოვადგენთ უსაფრთხოების პოლიტიკისა და ეთიკური ნორმატივების სამეცნიერო დისპუტებს, მიდგომებს, რომლებიც რეალობაში ვერ განხორციელდა რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზის გამო - პოლიტიკური კულტური არ არსებობა, საზოგადოებრივი მზაობა და კომპლექსური პროცესები, მცირე დეტალების გათვალისწინების გარეშე. პოლიტიკურ ეთიკას სჭირდება დაგეგმვა და გარდაუვალი მდგომარეობით მოტორიზებული იმპროვიზაციაც კი მოლოდინებს უნდა ემყარებოდეს.

უსამართლოა უსაფრთხოები პოლიტიკის ეთიკის იდეალური ფორმები თანაბრად მოთხოვო განვითარებად, მცირე ქვეყნებსა და აშშ-ს, სინგაპურს, გართიანებულ სამეფოს, თუმცა, არც ერთ განმანათლებელს, მეცნიერსა თუ ფილოსოფოსს უხსენებია რომ პოლიტიკა, ისტორია და ცხოვრება სრულად სამართლიან თამაშის წესებს გვთავაზობს. შესაბამისად, არც მე დავარღვევ ტრადიციას.

ისტორიულ კონტექსტში რთულია სამეცნიერო ჩარჩოები შექმნა და გაარკვიო თუ როდის დაიწყეს სახელმწიფოებმა ეთიკური ადეპტების გამოკვეთა უსაფრთხოების პოლიტიკაში. წყაროები გვამცნობენ შეირაღებული კონფლიქტების გავრცელების არეალს, სამხედრო-სტრატეგიული გადაწყვეტილებებსა და საზღვრებს მიღმა ლაშქრობებს იმ პერიპიტიებით, რომელიც მთავრსარდლებსა და მონარქებს ეკუთვნოდათ. წმინდა სამეცნიერო თვალსაზრით, სუნ-ძის ‘’ომის ხელოვნება’’, თუკიდიდეს ‘’პელოპონესის ომი’’, მაკიაველის ‘’მთავარი’’, რუსოს ‘’სოციალური კონრაქტი’’, კლაუზევიცის ‘’ომის შესახებ’’, სტრახანის ‘’პირველი მსოფლიო ომი’’ და შირერის ‘’მესამე რაიხის აღზევება და დაცემა’’ უსაფრთხოების ეთიკის ხაზის გამოძახილია, რომლებიც მემკვიდრეობას აგრძელებენ სხვადასხვა ეპოქაში. ლეგალური დოკუმენტებიც კი, რომელიც სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას განსაზღვრავან, თავისდაუნებურად, ეთიკის პლაცდარმასაც წარმოადგენენ. ვინაიდან არ არსებობს ეთიკის და უსაფრთხოების საერთაშორისოდ შეთანხმებული ეტიმოლოგიური დეფინიცია, საჭიროა გავიგოთ, შინაარსობრივად როგორ განისაზღვრება ეს უკანსკნელი. უსაფრთხოების პოლიტიკა ეხება კონკრეტული ობიექტის დაცვას საფრთხისგან ან/და ფოტენციური საფრთხისგან და მისი განშტოებები ოთხი მიმართულებით იყოფა - გლობალური უსაფრთხოება, რეგიონული უსაფრთხოება, ეროვნული/სახელმწიფო უსაფრთხოება, ორგანიზაციული უსაფრთხოება და ადამიანის უსაფრთხოება. თვითოეულ დონეზე შესაძლებელია ეთიკური ჩარჩოს შექმნა, მაგრამ სამეცნიერო წრეები ყოველთვის გაურბიან ეთიკის პრიორიტეტიზაციას სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იდეოლოგიური მიდგომის, სამართლებრივი გარემოს და ემპირიკული მონაცემების სიმცირის გამო. თვითოელ მათგანს არგუმენტი და კონტრ-არგუმენტი აქვს. იდეოლოგიური მიდგომ გულისხმობს თუ მმართვის რა სისტემას იყენებს კონკრეტული სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკის წარმოებისთვის. სამართლებრივ გარემოში მოიაზრება უსაფრთხოების პოლიტიკის ჩაკეტილი ბუნება, რაც ჯაჭვური პრინციპით ემპირიკული მონაცემების სიმცირეს ქმნის.

2004 წელს სტივენ ლოვააზმა, გამოაქვეყნა ესსე, რომელშიც ხაზი გაუსვა ეთიკის ცვლადის მნიშვნელობას პოლიტიკის იმპლემენტაციის სამივე ფაზაზე. ჰიპოთეზა ორგანიზაციულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებას ეხება, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების პოლიტიკა თანაბრად უნდა იქნას მიწოდებული თვითოეული თანამშრომლისთვის, რომელთაც განსხვავებული მორალური სტანდარტები აქვთ. უფრო ზუსტად, ლოვააზი გულისხმობს ეთიკური კონტურების მოხაზვას ისე, რომ ინდივიდუალური და ორგანიზაციული ეთიკა მაქსიმალურად იყოს თანხვედრაში. ხსენებულ ჰიპოთეზას თუ გლობალური და ეროვნული უსაფრთხოების დონეზე განვაზოგადებთ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეთიკის ინტეგრალი უსაფრთხოების პოლიტიკაში განსხვავებული მორალური სტანდარტის მქონე ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის ერთნაირი ეფექტიანობით უნდა იქნას მიწოდებული. ამასთან დაკავშირებით, უაილ ზედნერი წერს რომ უსაფრთხოების პოლიტიკს ეთიკა პირდაპირ კავშირშია იმ ღირებულებასთან, რომელიც ინდივიდს აქვს თავისი სასიცოცხლო ინტერესების შესანარჩუნებლად. სხვა პრიზმაში, არსებობს მოსაზრებები უსაფრთხოების პოლიტიკის ეთიკასა და ინდივიდუალური ღირებულების ასიმილაციურ ბუნებასთან დაკავშირებით, რომელსაც ‘’პოლიტიკური ეთიკის ვაჭრობაც“ შეგვიძლია ვუწოდოთ. კერძოდ, ‘’სოციალური კონტრაქტის’’ პრაქტიკული ფორმა 9/11-ის ტერორისტული აქტის შემდეგ ვიხილით - საზოგადოებამ გადასცა მთავრობას თავისუფლების ნაწილი უსაფრთხოების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ რომ ეთიკა უსაფრთხოების პოლიტიკაში ფორმაცვალებადი და დინამიურია - იცვლება თანამედროვე გამოწვევების პასუხად.

როზ ბელაბი შეეცადა დაზვერვის, როგორც უსაფრთხოების ინსტრომენტის, ეთიკურ ჩარჩოებში მოქცევა, რომელიც ექვსი ფუნდამენტური ელემენტისგან შედგება - ლეგიტიმური მიზეზი, სამართლიანი ზედამხედველობა, ლეგიტიმური განზახვა, საფრთხის პროპორციულობა, ქმედების შერჩევა სიმძიმის დაბალი კონცენტრაციიდან მაღლისკენ, ლეგიტიმური და არალეგიტიმური ინტერესის ობიექტების განსაზღვრა. სახელმწიფოები, მეტ-ნაკლებად, ცდილობენ უსაფრთხოების პოლიტიკა ხსენებულ სისტემაზე ააგონ, მაგრამ ეს ხშირად მხოლოდ ფურცლებზე რჩება. ამის პარალელურად, ბარი ბუზანი გვთავაზობს უმაღლეს კონგლომერატებს, რომლითაც იწყება საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზი, გრძელდება საერთაშორისო ქვეგაერთიანებით და მთავრდება ინდივიდით.

მკაფიო განსხვავებებს ვაწყდებით უსაფრთხოების კონტექსტუალურ დეფინიციებშიც. უფრო ზუსტად, უსაფრთხოების პოლიტიკის ეთიკური ასპექტები იმდენ ინტერდისციპლინურ საკითხს უყრის თავს, რომ თავად დაგროვილი ცოდნა ამ უკანსკნელის შესახებ აბსოლუტური, ფარდობითი ან/და არ არსებულია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ხელოვნური ინტელექტის და თავდაცვის მოწინავე სისტემების ეპოქაში უსაფრთხოების ეთიკური პრინციპების დანერგვა სამართლებრივ დონეზე გაიწერება.

სტატიის შემდეგ თავებში ვნახავთ თუ როგორ ხდება მსოფლმხედველური აცდენა NATO-ს უსაფრთხოების პოლიტიკასა და საბჭოთა სამართალმემკვიდრის, რუსეთს შორის. სწორედ ღირებულეთა სტანდარტის მკაცრად დაცული საზღვრების გამო, ხშირად, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევროკავშირის ინსტიტუტების მსგავსად, კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევა.მეტიც, რუსული პროპაგანდის ნარატივები, ხშირად, ამავე ინსტიტუტების ეთიკურ საყრდენებს უუნარობასთან აერთმნიშვნელიანებს. სტატიის ამოცანა არ გახლავთ რუსული პროპაგანდის მესიჯების კონცეპტუალიზაცია, თუმცა შემდეგ თავებში ვნახავთ თუ როგორ ირეკლება ეს უკანასკნელი NATO- ს წევრი ქვეყნების ეთიკურ პოლიტიკაზე.

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:დავით შაქარიშვილი
დავით შაქარიშვილი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0