x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ლამაზი გოგოები და ველოსიპედები - სტატია რომელიც ორ კატეგორიას აერთიანებს, სპორტს და ჯანმრთელობას
image
მას შემდეგ რაც შეიქმნა პირველი ველოსიპედი, ათწლეულებია გადაადგილების და გართობის ეს საშუალება თუ ყველაზე უფრო არა, ერთერთი ყველაზე პოპულარულია.


ველოსიპედის გამოყენება შეიძლება, როგორც გადაადგილების ყველაზე მარტივი, ყველაზე მოხერხებული და ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა საშუალება.


დრო გადის ველოსიპედის პრინციპი კი არ იცვლება მიუხედავად იმისა, რომ ერთსიჩქარიანი ველოსიპედები კარგა ხანია ბევრად მოხერხებულმა და მარტივად სამართავმა მრავალსაფეხურიანმა გადაცემათა მექანიზმებმა შეცვალა, საუბარია ველოსიპედის ჯაჭვზე, რომელსაც პედლების დახმარებით ანუ მათი დატრიალებით მოძრაობაში მოჰყავს ველოსიპედი. ასევე შეიქმნა აკუმულატორებზე მომუშვე ველოსიპედები, რომელთა სიჩქარე სრულიად საკმარისია სტაბილური სვლით რამდენიმე ათეული კილომეტრი გაიაროთ უპრობლემოდ.


თანამედროვე ველოსიპედები აღჭურვილია ფერსოიანი სამუხრუჭეს სისტემით, ამორტიზატორებით.



თავის მხრივ ველოსიპედები იყოფა კატეგორიებად.
სტანდარტული ანუ ერთსიჩქარიანი



სამოქალაქო პირებზე განსაზღვრული მრავალკბილანიანი და ამორტიზატორებიანი ველოსიპედები, რომლებიც თავის მხრივ ორ ქვეკატეგორიად იყოფა: სამთო და ბარის.



სამთო ველოსიპედების ბორბლის ფერსოები ორმაგია და განკუთვნილია ქვიან რელიეფზე გადასაადგილებლად მაქსიმალურად უსაფრთხოდ.



ასევე არის სპორტული ველოსიპედები, რომლებიც დრესძალიან ძვირი ღირს, მისი წარმოების ტექნოლოგიური ციკლის გამო.



არის რიგი ქვეყნები სადაც, თბილ ამინდში მოქალაქეები პრაქტიკულად ველოსიპედის გარდა სხვა ტრანსპორტით არც დადიან და შესაბამისად ეკოლოგიაც დაცულია.


გაიხსენეთ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი რომელიც ხშირად ველოსიპედით დადიოდა სამსახურში, ზოგადად ევროპის რიგ ქვეყნებში ველოსიპედებით გადაადგილება ერთგვარ ტრადიციასავითაა და ეს არავის უკვირს.



საქართველოშიც სულ უფრო იკიდებს ფეხს ველოტურები და ზოგადად ველოსიპედით გადაადგილება, იქნება ეს მეგაპოლისში, დაბაში თუ სოფელში, რაც ნამდვილად მისასალმებელია, რადგან ველოსიპედის ტარება გულს, ფილტვებს და სისხლძარღვებს მაქსიმალურად აკაჟებს.



გთავაზობთ ცნობილი თუ უცნობი გოგონების კოლაჟს, რომლებიც ველოსიპედებით ხშირად სარგებლობენ.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

























0
104
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
104