x
მეტი
  • 02.06.2024
  • სტატია:135070
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509424
ისტორიული ფოტოები სხვადასხვა ეპოქაში ასეთი განსხვავებული ქალური სილამაზის შესახებ

image


ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ქალბატონები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ ყოველთვის ლამაზები და მიმზიდველები ყოფილიყვნენ. ბევრი მათგანი საკუთარ თავზე სხვადასხვა სახის საეჭვო პროცედურასაც კი იტარებდა, რომელიც ჯერ კიდევ დატესტვის რეჟიმში იყო. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებიც წარსულის სილამაზეზე ბევრ საინტერესო რამეს მოგიყვებათ.


image


გოგონები სილამაზის დევნაში ყველაზე უჩვეულო ექსპერიმენტებისთვისაც კი მზად არიან, იქნება ეს თმის ტანსაცმლის უთოთი გაუთოება თუ წყალში გაზავებული შაქრის ნაზავით ვარცხნილობის გაკეთება... წარსულის ერთ-ერთ ყველაზე უვნებელ პროცედურას 1931 წლის ყინულის ნიღაბი წარმოადგენს, რომელიც ჰოლივუდის შეუდარებელმა ვიზაჟისტმა მაქს ფაქტორმა გამოიგონა. ის მსახიობებს შეშუპებისგან თავის დაღწევაში უნდა დახმარებოდა, ვინიდან მისი ტარება დუბლებს შორის შესვენების დროს იყო შესაძლეელი, თუმცა ვიზაჟისტის მიერ მოფიქრებულმა პროცედურამ ქალბატონების გულები ვერ მოიგო.


image


თმის ქიმიური დახვევის პირველი აპარატი 1905 წელს გაჩნდა! ის გერმანელმა კარლ-ლუდვიგ ნესლერმა გამოიგონა. მოქმედების პრინციპი შემდეგში მდგომარეობდა: თმა 12 გრძელ მძიმე სპილენძის ღეროზე იხვეოდა, რომლებიც ელექტრო აპარატის ზემოქმედებით ცხელდებოდა. ვარცხნილობის შექმნის მთელ პროცესს დაახლოებით ხუთი საათი სჭირდებოდა.


image


პირველი სილამაზის კონკურსი სსრკ-ში 1988 წელს ჩატარდა. 2500-ზე მეტი პრეტენდენტიდან მხოლოდ 36 შეირჩა, ფინალში კი ექვსი გოგონა გავიდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ საბჭოთა კულტურის ყველაზე გავლენიანი მოღვაწეები - ანასტასია ვერტინსკაია, მარკ როზოვსკი, მიხაილ ზადორნოვი და მუსლიმ მაგომაევი. გამარჯვებული მაშა კალინინა გახდა, რომელსაც გვირგვინი და ტელევიზორი გადაეცა.


image


იტალიელ მსახიობს სოფი ლორენს ყოველთვის მიმზიდველი ფორმები ჰქონდა. ერთხელ, როდესაც მას დიეტებზე ჰკითხეს, ვარსკვლავმა უპასუხა: "მირჩევნია მაკარონი ვჭამო და ღვინო დავლიო, ვიდრე ნულოვანი ზომა ვატარო." ნუ აი, ნამდვილი ტემპერამენტიანი იტალიელი! ფოტო 1965 წელს არის გადაღებული, როცა სოფი 31 წლის იყო. ლეგენდარულ კინოვარსკვლავს 2022 წლის 20 სექტემბერს 88 წელი შეუსრულდა.



image


1926-1928 წლების ლონდონური მოდა - კანოტიე, ანუ ჩალის ქუდი, რომელიც ძალიან მსუბუქი იყო და მზისგან თავს ეფექტურადაც იცავდა.


image


ამერიკელი მელბა ოგლი ჟურნალ "Playboy"-ის მიხედვით 1964 წლის მის ივლისი გახდა. ღამით გოგონა "ბაჭიად" მუშაობდა, დღისით კი - ყასაბად. მოგვიანებით მან ქმართან ერთად საკუთარი ბიზნესიც კი წამოიწყო.



image


მეოცე საუკუნის 1980-იანი წლების შუა პერიოდამდე წინდები ქალის გარდერობის განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა ისინი საკმაოდ ძვირი ღირდა და თან დეფიციტშიც იყო. მოდის ყველა სტანდარტის დასაკმაყოფილებლად გოგონები სპეციალურ სალონებში დადიოდნენ, სადაც მათ წინდის ფერის იმიტაციის შესაქმნელად ფეხებს საღებავით უღებავდნენ, კოლგოტის უკანა ხაზს კი ფანქრით უხატავდნენ.


image


რა უნდა გააკეთოთ თუ სალონში უკვე სასურველი ვერცხნილობა გაიკეთეთ, მაგრამ აბაზანის მიღება და ზურგის კარგად გახეხვა გჭირდებათ? მართალია, ვიზორი უნდა შეიძინოთ, რომელიც თქვენს ვარცხნილობას უკნიდან გააკონტროლებს. მოწყობილობა 1940 წელს გამოიგონეს. ისე საინტერესოა, რამდენად კომფორტული იყო ის?



image


გოგონა არნოლდ შვარცნეგერის ძლიერ მკლავებში - ლამაზმანი ბეტი ვეიდერი 1950-იანი წლების ყველაზე "მადისაღმძვრელი" ფიგურის მქონე გოგონად იყო აღიარებული. ბოდიბილდერი და ფიზიკური მომზადების ექსპერტი სხვადასხვა ტრენაჟორის რეკლამებში მონაწილეობდა. მას ჟურნალმა "Playboy"-იმ კინაღამ უჩივლა კიდეც იმის გამო რომ ბეტიმ თითქოს კონტრაქტი არ შეასრულა და შიშვლად გადაღებაზე თქვა უარი: "არ ვფიქრობდი რომ ეს ამორალური იყო, უბრალოდ არ მინდოდა სხვებისთვის პრობლემები შემექმნა. ვფიქრობდი, რომ ეს შეიძლება ჩემს მომავალ მეუღლესა და ოჯახს არ მოსწონებოდა".


image


იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე იტალიაში, სახურავზე ცეკვისას, 1960 წელი, და აქ კომენტარიც ზედმეტია...





0
1302
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1302