x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ბრიჯიტ ნილსენი: როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს დღეს ცნობილი "წითური სონია"

image


ცნობილმა დანიელმა მსახიობმა, მოდელმა და მომღერალმა ბრიჯიტ ნილსენმა 1970-1980-იან წლებში სახელი არა მხოლოდ პოდიუმზე "არმანისთან" და "ვერსაჩესთან" თანამშრომლობით გაითქვა, არამედ ფანტასტიკური ჟანრის ფილმ "წითურ სონიაში" მთავარი როლის შესრულებითაც.


image


შთამბეჭდავი გარეგნობის გამო ჟურნალისტების მიერ "ამორძალად" წოდებულმა ნილსენმა "წითური სონიას" გარდა, მთავარი როლები ასევე ისეთ ცნობილ ფილმებში მოირგო როგორიცაა - "პოლიციელი ბევერლი ჰილზიდან 2", "კობრა", "როკი IV" (ლუდმილა, ივან დროგის მეუღლე) და სხვა.


image


სხვათა შორის, ყველამ არ იცის რომ "წითური სონიას" როლი ბრიჯიტს დიდწილად მისი სიმაღლის გამო ერგო. სხვათა შორის, ნილსენი თავისი 184 სმ-ით ჰოლივუდის ყველაზე მაღალი ქალბატონების საიში - სიგურნი უივერისა და ჯინა დევის შორის ირიცხება. გადასაღებ მოედანზე ბრიჯიტის პარტნიორებს შორის იყვნენ - არნოლდ შვარცნეგერი, ედი მერფი, დოლფ ლუნდგრენი, სილვესტერ სტალონე.


image


ბრიჯიტი ასევე ცნობილი გახლდათ თავისი ხანმოკლე (1985-1987) ქორწინებით სილვესტერ სტალონესთან, რომელიც მან გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ვარსკვლავს ამ ქორწინებიდან შვილები არ ჰყავს.


image


ბრიჯიტი და სილვესტერი შესანიშნავი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჭორების თანახმად, სწორედ დანიელი ქერა ლამაზმანის გამო ეჩხუბა სტალონემ შვარცნეგერს, რომელიც ნილსენის ყურადღების მიპყრობას ასევე ცდილობდა, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა - ბრიჯიტი ჯიუტად ცდილობდა სილვესტერის ყველა ფილმში თამაშს, რამაც საბოლოოდ, მათ შორის ურთიერთობა დაძაბა.


image


მაღალი სიმაღლის, საოცარი ქარიზმისა და ეფექტური გარეგნობის გამო, სკანდინავიელ ლამაზმანს მეტსახელად "ამორძალიც" კი შეერქვა, რომლის შთამბეჭდვი პლაკატების ნახვა ყველგან შეიძლებოდა, სადაც კი მამაკაცები ხვდებოდნენ.


image


სხვათა შორის, ბრიჯიტი მსახიობობის გარდა ტელეწამყვანის ფუნქციასაც წარმატებით ითავსებდა, ის ასევე საკმაოდ კარგადაც მღეროდა - 1980-იან და 1990-იან წლებში მან რამდენიმე მუსიკალური ალბომი ჩაწერა, რომლებმაც ევროპის პოპ - ჩარტები დაიპყრო.




სად არის ახლა ბრიჯიტი?



image


ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი, ხუთი ქორწინების შემდეგ, კვლავ მშვიდად ცხოვრობს ლოს-ანჯელესის ვილაში სიმპათიურ იტალიელ მატია დესისთან ერთად, რომელიც მეუღლეზე 15 წლით უმცროსია. დღესდღეობით, 59 წლის ბრიჯიტი პატარა ქალიშვილის, ფრიდას აღზრდით არის დაკავებული. დიახ, ძვირფასო მკითხველებო, ეს ბრიჯიტის მეხუთე შვილი, ოთხი წლის ფრიდაა და არა მისი შვილიშვილი!


image


როგორც ხედავთ, ცნობილი მსახიობი 59 წლის ასაკშიც კი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება და ალკოჰოლური დამოკიდებულების მიუხედავად, რომლითაც ის წლების განმავლობაში იტანჯებოდა დღემდე მაინც იდეალურ გარეგნობას ინარჩუნებს, თუმცა ამაში მნიშვნელოვანი როლი რაღა თქმა უნდა, პლასტიკურ ქირურგიას მიუძღვის. ბრიჯიტი ფილმებში თამაშს კვლავაც განაგრძობს, თუმცა არც ისე წარმატებით, როგორც წლების წინ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ეკრანებზე მძაფრსიუჟეტიანი ფილმი "გამოცდილება" გამოვიდა, რომელიც სპეციალურ ბანაკში მყოფ რთული მოზარდების ბედის შესახებ მოგვითხრობს. ბრიჯიტი ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.





0
582
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
582