x
image
ruskaaa85
საშინელი ხანძარი ,,ლიბერთი ბანკის" სათაო ოფისში

imageლიბერთი ბანკის" სათაო ოფისს ხანძარი გაუჩნდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებობს, ვარაუდი, რომ ცეცხლი ბოლო სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს მოჰყვა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი მე-5 სართულზე გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაციას დაახლოებით ნახევარ საათზე მეტი დასჭირდება, ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების, სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ განუცხადა. მეხანძრეები მუშაობას ამ წუთებშიც განაგრძობენ, რადგან ცეცხლის კერები შენობაში ისევ რჩება, განსაკუთრებით მეხუთე სართულის ზემოთ. ამასთან, დამწვარია შენობის ბოლო სართული და შენობის ერთ-ერთი მხარის ნაწილი, რომელიც ვაკის პარკს გადაჰყურებს. სათაო ოფისის თანამშრომლები ევაკუირებულნი არიან. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 25-სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

4
565
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ruskaaa85
ruskaaa85
565
  
0 1 4