x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აირჩიეთ ნაძვის ხე და....
image


ნაძვის ხე ნომერი 1

ეს ხე არის ბრდღვიალა მანათობელი შუქით. ის არის ნათელი და განსაკუთრებული. იგივე გეხება შენც. თქვენ იცით, როგორ დაუსახოთ საკუთარ თავს მკაფიო მიზნები და, კიდევ უკეთესი, თავდაჯერებულად იმოძრაოთ მისკენ. თქვენ ასევე ორგანიზებული ადამიანი ხართ, რაც გეხმარებათ მიზნების მიღწევაში. თუმცა, გადაჭარბებულმა სიამაყემ და ამბიციებმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ. ბევრს მიაჩნია, რომ ამბიციურობა დადებით თვისებაა, მაგრამ ეს შორს არის სიმართლისგან. ამბიციური ადამიანი ხშირად ავსებულია პატივმოყვაროებით.




ნაძვის ხე ნომერი 2



გარშემომყოფნი მიჩვეულები არიან იმას, რომ წყნარი ადამიანი ხართ. დიახ, ისინი არ ცდებიან. თქვენ ნამდვილად არ მოგწონთ ყურადღების ქვეშ ყოფნა. როგორც წესი, ყველანაირ აქტივობაზე უარს ამბობთ და ზოგადად სხვებთან კომუნიკაციაზეც. სამსახურში აფასებენ შენს პასუხისმგებლობას, მაგრამ შენი მოკრძალებული ხასიათის გამო არ გთვლიან ყველაზე გამორჩეულ თანამშრომელად. კარგი გული გაქვს, მაგრამ მასში შურმა და ბოროტებაც შეიძლება დაისადგუროს. ერიდეთ ამას.


ნაძვის ხე ნომერი 3



თქვენ ძალზე ალალი და გულღია ადამიანი ხართ. მუდმივად ზრუნავთ სხვებზე და თქვენ ამას აკეთებთ ქვეცნობიერად. ყველა კონფლიქტში თქვენ ხართ მხარე, რომელსაც სურს რაც შეიძლება მალე შერიგება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ცდილობთ თავიდან აიცილოთ ვინმესთან კამათი და ჩხუბი. მაგრამ გახსოვდეთ, რომ სიკეთე ყოველთვის არ გამოგადგებათ. რადგან ყველას დახმარების სურვილის გამო, ზოგჯერ საკუთარი თავიც გავიწყდებათ.


ნაძვის ხე ნომერი 4


თუ თქვენს აღწერას დააპირებს ახლობელი ადამიანი, პირველი ორი სიტყვა, რითაც დაგახასიათებთ, იქნება უნიკალურობა და კრეატიულობა. თქვენ ხართ ნათელი პიროვნება, რომელიც დიდი ხანია აყალიბებს საკუთარ სტილს ყველაფერში. თქვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ყველაფრის შინაგანი არსი, არამედ გარე შეფუთვაც. თქვენ ასევე ემპათიური ხართ- დახვეწილად გრძნობთ სხვა ადამიანების ემოციურ მდგომარეობას.მაგრამ სამაგიეროდ საკუთარ ემოციებთან გამკლავება გიჭირთ.


ნაძვის ხე ნომერი 5


ცნობისმოყვარე ადამიანი ხარ. თუ რამე გაინტერესებს, უამრავ ინფორმაციას მოიძიებ და საკითხში გაერკვევი . თქვენ ასევე გიყვართ თავგადასავალები. შენი ბარგი დაიკარგა და ცარიელ-ტარიელი დარჩი უცხო ქვეყანაში? არა უშავს, ასეთი ამბავზე დიდად არ იდარდებთ, იმიტომ რომ ეს თავგადასავალი! მიუხედავად ამისა, შენს პირად წარუმატებლობას მტკივნეულად აღიქვამ. შეგიძლიათ ჩაიძიროთ დეპრესიაში და სრულიად უმწეო გახდეთ.


ნაძვის ხე ნომერი 6


მეგობრის მეგობრებსაც კი სმენიათ თქვენი იუმორის გრძნობის შესახებ. თქვენ ხართ პოზიტიური ადამიანი, ოპტიმისტი, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს სხვებს ყველაზე რთულ დროს. ადამიანებს არ ერიდებათ და ხშირად მოგმართავენ დამხარებისათვის რადგან იციან, რომ უარს არ ეტყვით. მაგრამ როდესაც თქვენ თვითონ გიდგებათ კრიტიკულ მომენტებში, თქვენ მიდრეკილი ხართ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. საბედნიეროდ, ეს იშვიათად ხდება.

0
110
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0