x
image
თეონა გორდეზიანი
პატარა შემთხვევა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიასა და გალაკტიონ ტაბიძეს გადახდათ...

ზოგი ამბავი რეალურ ცხოვრებაში თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ ამბები რომლებიც მწერლებს, პოეტებს, საზოგადო მოღვაწეებს ეხება ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ასეთი პატარა ამბებით თითქოს უფრო მეტად ვიგებთ მათი ხასიათის თავისებურებებს, მათ იუმორს, ისეთ დეტალებს რაც შემოქმედებიდან უფრო ნაკლებად ჩანს.


image

მწერალთა კავშირის კრებაზე გალაკტიონ ტაბიძე და კონსტანტინე გამსახურდია იგვიანებდნენ, მუშტაიდის ბაღში მუსაიფობდნენ. მწერალთა კავშირიდან გაგზავნილი ეუბნება: ჩქარა ბატონო გალაკტიონ და ბატონო კონსტანტინე, თორემ მწერალთა კავშირის კრება დაიწყოო. კონსტანტინემ მიუგო: " საქართველოში ერთი პოეტია და აგერ, ჩემს გვერდით ზისო; ერთი მწერალია და ეგ მე ვარო და თქვენ იქ რა დაიწყეთო?
0
238
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0