საქართველო რით გაოცდნენ 914 წელს საქართველოში შემოჭრილი სარკინოზები... 2022, 21 ნოემბერი, 23:49
914 წელს აბულ კასიმი შემოიჭრა საქართველოში. 28 დღე იგერიებდნენ ყველისციხეში ერთი მუჭა ქართველები სარკინოზებს, სათავეში კი აზნაური გობრონი ედგათ.
მებრძოლთა შორის გამოირჩეოდა ნეტარი გობრონი: „ძალი ბრძოლისა მისისაჲ ყოველსა მას სიმრავლესა ზედა საცნაურ იყო“. ყველა გაოცებული დარჩა მისი სიმამაცით;_ 28 დღე გაგრძელდა ბრძოლა. სარკინოზებს ნაბრძანები ჰქონდათ ცოცხლად შეებყროთ გობრონი და ბოლო იერიშის ჟამს ასეც მოხდა. 133 ქართველი გობრონის მეთაურობით ცოცხლად შეიპყრეს სარკინოზებმა, ხოლო ეს უკანასკნელი აბულ კასიმს მიჰგვარეს. კასიმი გობრონს შეუჩნდა უარი ეთქვა მამა- პაპის სარწმუნოებაზე, ყველაფერს დაჰპირდა სანაცვლოდ რასაც ისურვებდა, მაგრამ ცივი უარი მიიღო და განრისხებულმა ბრძანება გასცა მის წინ ჩაეხოცათ ქართველები. საწადელს ვერ მიაღწიეს, არც ერთ ქართველს ღიმილი არ მოშორებია სახიდან, არც ერთს არ უარყვია სარწმუნოება, გობრონი მუხლებამდე სისხლში იდგა და ცივი სახით გადაჰყურებდა დანაწევრებულ სხეულებს. უარს უარი მოჰყვა და განრისხდა კასიმი.. მუხლზე დააჩოქეს გობრონი, ხმალი დაჰკრეს კისერთან და გაუჭრეს ხორცი, უთხრეს: დაგვმორჩილდი თორემ თავს გაგაგდებინებო. გობრონმა საკუთარ სისხლში ამოავლო თითები, შუბლზე ჯვარი გამოიხატა და განცვიფრებულ სარკინოზებს მტკიცედ დაანახა სიკვდილის წყურვილი. მოკლეს გობრონი.. სამი დღე მოანდომეს სამარის გათხრას სარკინოზებმა. ქართველები სამ მწკრივად ჩააწვინეს, ხოლო ერთ მათგანში იწვა გობრონიც თავის სისხლსა და ხორც, თავის ქართველებთან ერთად 1213 1-ს მოსწონს 1-ს არა
|