x
image
თეონა გორდეზიანი
შეკითხვა, რომელიც ყველა ქალს დაუსვამს საკუთარი თავისვის ერთხელ მაინც ცხოვრებაში...

შეკითხვა, რომელიც თუ ყველა ქალს არა, ქალების უმრავლესობას მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის.


შეკითხვა, რომელიც არ ნიშნავს რაიმე ფაქტით ან არსებულით უკმაყოფილებას, იმედგაცრუებას, ეს არ შეიძლება ნიშნავდეს მეორე ნახევრის არ სიყვარულს ან არ გამართლებას... ამის მიზეზი უამრავ მნიშვნელოვან პრობლემასთან ერთად შეიძლება იყოს უბრალო ინტერესიც.


როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება პირველ სიყვარულს რომ არ დავშორებოდი?

image



პირველი სიყვარული თითქოს ბავშვურია, სპეტაკი და სილაღესთან ასოცირდება... როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს პირველ სიყვარულთან განშორება, მოგონების დროს მხოლოდ კარგი გიტივტივდება და ფერადი, მელანქოლიური მომენტები კი უფერულდება, იმიტომ რომ ეს წარსულია, ჩავლილი.დროს კი უკან ვერ დააბრუნებ...


შესაძლოა ვცდები, მაგრამ როგორ გულწრფელ გრძნობაზეც მე ვსაუბრობ ის არ შეიძლება იყოს მტკივნეული და დარდის მატარებელი... რასაკვირველია, დაშორება რაღაც ტკივილთან არის კავშირში, მაგრამ ისეთ გრძნობას, რომელიც ერთ დროს გვრიდა ღიმილს, გჩუქნიდა ყვავილებს და გულსა და გონებაში აფრენდა პეპლებს, შეუძლებელია დადებითი უფრო მეტი არ ჰქონდეს, ვიდრე უარყოფითი.


გამხელილი სიყვარული და ხელჩაკიდებული სეირნობა... უღრუბლო ცის ყურება და გეგმების დაწყობა, გულწრფელი ღიმილი და ბევრჯერ ნათქვამი - მიყვარხარ... რა სამწუხაროც არ უნდა იყოს ხშირ შემთხვევაში პირველი რჩება ტკბილ მოგონებად... იშვიათი და კარგი გამონაკლისების გარდა.


ადამიანები, განსაკუთრებით განსაცდელის ან რაიმეზე მწუხარების დროს ვიტოვებთ დროს ასეთ სენტიმენტალურ რაღაცეებზე საფიქრად და სწორედ ამ დროს თუ დავუშვებთ გონებაში, თუ როგორ წარიმართებოდა ცხოვრება მასთან ერთად ვინც ცხოვრებას გერჩივნა, ვინც საუკეთესო მეგობრად მიგაჩნდა.


ვფიქრობ, ჩვენს ცხოვრებას თავად ვქმნით...


როგორი დღევანდელიც გვექნება ისეთი გათენდება ხვალ...


როგორც მოვიქცევით დღეს ისეთ დღეს დავიმსახურებთ ხვალ...


რასასაც დავთესავთ დღეს, იმას მოვიმკით ხვალ... ზეგ... ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ... ღმერთი გვიჩვენებს ჭეშმარიტებას და თუ მივუხვდით ვიპოვით და თუ გავუშვით ჩვენი ბრალია...


ის გვაძლევს არჩევანს და ჩვენც ვირჩევთ, ვმოქმედებთ...კარგსა და ცუდს შორის, სწორსა და არასწორს შორის არჩევანი ჩვენზეა და ჩვენივე არჩევანის მიხედვით ვითარდება ჩვენი მომავალიც...


წარსულზე მწუხარება ალბათ წამიერი სისუსტეა და რაც არ უნდა ტკბილი იყოს ის წარსული და რაც არ უნდა ფერადი მაინც მომავალზე ფიქრი და და დადებითი განწყობის შექმნა ჯობს. თუ განწყობა არაა საკმარისი, მაშინ მოქმედებაა საჭირო, რომ ყველაფერი პოზიტიურობისკენ შეიცვალოს .

0
89
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0