x
image
თეონა გორდეზიანი
პატარა ეპიზოდი გურამ რჩეულიშვილის ხანმოკლე ცხოვრებიდან...
"მე ახლა ოცდახუთი წლის ვარ,
ჯერ ჩემი სიკვდილი შორს იყო, სიცოცხლე მინდოდა.
თითქოს იცოდა, რაც ელოდა.
მეგობრისთვის უთქვამს:
გამიფრთხილდი, ხომ იცი, დიდხანს ვერ ვიცოცხლებო.
სხვებისთვის ცხოვრობდა და ცდილობდა, მეტი სიკეთის გაკეთება მოესწრო.
ხშირად, მშიერიც დარჩენილა, მაგრამ უკანასკნელ კაპიკებს სხვას გაუნაწილებდა,
გაჭირვებულის დახმარება აბედნიერებდა.
ცნობილი ამბავია,
დიდი ხნის ნაკოწიწები, 30 მანეთი რომ მისცეს მშობლებმა ნანატრი ბათინკების საყიდლად.
ფეხით წავიდნენ მეგობრები ვერიდან ორთაჭალაში,
ბათინკები სადაც იყიდებოდა.
პირველი სკოლის წინ, უნივერმაღთან
მათხოვარი ქალი იჯდა სამი ბავშვით.
ყველამ ჩაუარა გურამი გაჩერდა.
მერე უცებ მოტრიალდა,
ამოიღო ჯიბიდან ოცდაათი მანეთი,
და ქალს ქილაში ჩაუდო.
მერე
მერე კიდევ ექვსი თვე იარა ძველი, დაგლეჯილი და ათასჯერ დაკერებული ფეხსაცმელებით.
ბოლოს,
აღელვებულ ზღვაში, ოთხი ადამიანი გადაარჩინა,
ერთი გოგონა და სამი კაცის გამოსაყვანად შებრუნდა.
ჯერ ისინი გამოაბა ვერტმფრენის ჩამოშვებულ კიბეს.
ბოლოს, თავად რომ ადიოდა,
თოკი გაწყდა.
აკი თავად ამბობდა, მე არ დავბერდებიო.
არც დაბერდა.
გურამ რჩეულიშვილი
image
გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს, თბილისში. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: „შემოდგომა ბაბუა კოტესი“, „სათაგური“, „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „უსახელო უფლისციხელი“ და „სიკვდილი მთაში“. მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა“ მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა.
რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას.
გურამ რჩეულიშვილი 1960 წლის 13 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. იგი დაკრძალეს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
0
121
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0