x
image
თეონა გორდეზიანი
რამდენიმე რჩევა როგორ გავხდეთ უფრო წარმატებულები და მივაღწიოთ სასურველ შედეგს ...
image



გა­მარ­თლე­ბის მი­მართ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა არ­სე­ბობს. ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მარ­თლე­ბაა მთა­ვა­რი. სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ "გა­მარ­თლე­ბას“ თვი­თონ ვქმნით ქმე­დე­ბე­ბით, ფიქ­რე­ბით, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ემო­ცი­ე­ბით. თუნ­დაც ის, რომ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო ვწუ­წუ­ნებ, არ მომ­წონს და მისი მი­ღე­ბა არ შე­მიძ­ლია, თან, მის შე­საც­ვლე­ლად არა­ფერს ვა­კე­თებ, ცხა­დია, არ "გა­მი­მარ­თლებს“. გა­მარ­თლე­ბას მა­შინ ვქმნი, როცა ზუს­ტად ვიცი, რა მინ­და და იმის­თვის, რაც მინ­და, რა უნდა გა­ვა­კე­თო და ქმე­დე­ბა­ზე გა­დავ­დი­ვარ. ქმე­დე­ბა­ზე გა­დას­ვლამ­დე კი ემო­ცი­უ­რად და ფიქ­რე­ბის დო­ნე­ზე გო­ნე­ბა უნდა მო­ვამ­ზა­დო, რომ ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის მი­მართ სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­დეს... ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში ვი­ბა­დე­ბით, მაგ­რამ მა­ინც ერთი გა­რე­მო მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბი გვაქვს.

მთა­ვა­რი დაბ­რკო­ლე­ბა ვფიქ­რობ, ჯან­სა­ღი თვით­შე­ფა­სე­ბაა, რაც გა­რე­მო­ე­ბე­ბის და სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს, მათ შო­რის, სა­კუ­თა­რი თა­ვის და ადა­მი­ა­ნე­ბის უპი­რო­ბო სიყ­ვა­რულს. იმი­ტომ კი არ მიყ­ვარს ჩემი თავი, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვარ, ანუ ჯერ მიყ­ვარს ჩემი თავი ისე­თი, რო­გო­რიც ვარ, ვი­ღებ იმ გა­რე­მო­ე­ბებს, რა­შიც მოვ­ხვდი, და­ვი­ბა­დე, გავჩნდი და მერე ვიცი, რო­გო­რი მინ­და ვიყო. ვიცი, რო­გორ გა­ვუმ­ჯო­ბეს­დე, ვიცი, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე უკე­თე­სი უნდა გავ­ხდე. იმას კი არ ვედ­რე­ბი, ვინც სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში და­ი­ბა­და და უკე­თე­სი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი აქვს, არა­მედ ვი­ღებ ჩემს თავს და თან, ვფიქ­რობ იმა­ზე, რო­გორ გავ­ხდე უკე­თე­სი. რო­გორ ვიყო სა­სარ­გებ­ლო ჩემ­თვის და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ზო­გა­დად სამ­ყა­როს­თვის.

თუ ადა­მი­ა­ნი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ შე­უძ­ლია შეც­ვლა და არ თვლის, რომ გა­რე­მო­ე­ბე­ბის "მსხვერ­პლია“, აც­ნო­ბი­ე­რებს და მზა­დაა, თვი­თონ შექ­მნას სა­კუ­თა­რი რე­ა­ლო­ბა, შე­უძ­ლია წინ წა­ვი­დეს, რა­ღა­ცე­ბი მარ­თლაც შეც­ვა­ლოს, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს. ამის­თვის შე­იძ­ლე­ბა მი­მარ­თოს ფსი­ქო­ლოგს, ქო­უჩს, პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მებ­ზე მი­ვი­დეს, ან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წიგ­ნებს გა­ეც­ნოს - სა­კუ­თარ თავ­ზე იმუ­შა­ოს. კარ­გია ამ დროს ფსი­ქო­ლოგ­თან მუ­შო­ბა, იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, წარ­სუ­ლის რა პროგ­რა­მე­ბი ახ­დენს ჩემ­ზე გავ­ლე­ნას. რა­ტომ არ მი­მარ­თლებს, სად "გა­ვი­ჭე­დე“. კი, ამ დროს კარ­გია ქო­უჩ­თან კონ­სულ­ტა­ცია. და იქაც შე­იძ­ლე­ბა, რომ რა­ღაც პროგ­რა­მებ­ზე ვი­მუ­შაო, არა წარ­სუ­ლის ფო­კუ­სით, არა­მედ აწ­მყო და მო­მავ­ლის ფო­კუ­სით, ანუ რა მინ­და, უკე­თე­სო­ბის­კენ შევ­ცვა­ლო.


მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მი­ი­ღო სა­კუ­თა­რი თავი ისე­თი, რო­გო­რიც არის, იმუ­შაო იმა­ზე, რომ შენი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი შეძ­ლო. ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან იქყე­ბა. მერე უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რო, სად ხარ დღეს და სად გინ­და ყოფ­ნა. გო­ნე­ბა­ში შექ­მნა ის "ხატი“, სა­ი­თაც გსურს წას­ვლა. შემ­დგო­მი ეტა­პი ქმე­დე­ბე­ბია. უნდა გახ­დე პრო­აქ­ტი­უ­ლი. ჩვენ რე­აქ­ტი­უ­ლე­ბი ვართ, ცუდი რომ მოხ­დე­ბა, ცუდი ფიქ­რე­ბი გვმარ­თავს და ამით ვე­რა­ფერს შევ­ცვლით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ირ­გვლივ რაც უნდა ხდე­ბო­დეს, მო­ცე­მუ­ლო­ბად მი­ვი­ღო. დავ­ფიქ­რდე იმა­ზე, რა შე­დე­გის მი­ღე­ბა მინ­და. თუ ჩემი ქმე­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა, მა­შინ წინ წას­ვლას და რა­ღა­ცის შეც­ვლას მო­ვა­ხერ­ხებ. ამ დროს გა­რე­მოც იც­ვლე­ბა, ოღონდ, შიგ­ნი­დან გა­რეთ. ასე რომ, სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი უნდა შევ­ძლოთ.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0