x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ჩვენ უომრად გაჩერება მაშინაც კი არ შეგვიძლია როცა ომის საჭიროება საერთოდ არაა-სერგეი ვიტე
image

რუსეთის იმპერიის ფინანსთა მინისტრის, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის და რუსეთის იმპერიის ერთერთი ყველაზე ცნობილი ჩინოვნიკის სერგეი ვიტეს განცხადება დღესაც აქტუალურია და ზედმიწევნით ზუსტ განმარტებას აკეთებს რუსეთზე.


ვიტეს ციტატა ახლახან გაიმეორა ალექსანდრე შიშოვმა, საბჭოთა და რუსეთის ცნობილმა სამხედრო ისტორიკოსმა.


"რუსეთის იმპერიის შავიზღვისპირეთი, როგორც მთელი კავკასია წარმოადგენს ისეთ ბუნებრივ სიმდიდრეს, რომელსაც ანალოგი არა აქვს ევროპაში. თუმცა ჩვენს ხელში ეს ყველაფერი მიშვებულია და ეს ბუნების ნაბოძები სილამაზე ჩვენი ჩარევით იქცა გავერანებულ ადგილად.



ეს ადგილები რომ იყოს უცხოელების ხელში ეს ადგილები გახდებოდა ოაზისად დედამიწაზე.


ამ ადგილებს შეუძლია არნახული შემოსავლის შემოტანა, აქაურობა გადავსებული იქნებოდა ტურისტებით, მაგრამ ამისათვის საჭიროა კაპიტალი და ისევ და ისევ კაპიტალი.


ჩვენი კაპიტალი კი იმის ნაცვლად ჩავდოთ იმპერიის განვითარებაში და ამით დიძალი ფულის ამოღებაში, ჩვენ ამ კაპიტალს ვხარჯავთ ომებში.


ჩვენ არ შეგვიძლია თუნდაც 25 წელი გავჩერდეთ ომის გარეშე, მიუხედავად იმისა გვჭიდება თუ არა ჩვენ ეს ომი. ჩვენ შეგნებულად ვავერანებთ ტერიტორიებს, შესაბამისად ვავერანებთ ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი იხარჯება არაფრისმომცემ ომებში, ვისაკუთრებთ სხვის მიწებს და ეს მაშინ როცა არასწორი პოლიტიკის გამო საკუთარი ტერიტორიები გაპარტახებულ მდგომარეობაშია.


რომელ ქვეყნის კეთილდღეობაზეა საუბარი როცა ტერიტორიების დასაპყრობად კოლოსალურ თანხას ვხარჯავთ, ეს მაშინ როცა ჩვენი ხალხი და ჩვენი ძირძველი ტერიტორიებისთვის ვერ მიგვიხედია მუდმივი ომების გამო".



P.S


საინტერესოა, რომ ცნობილი რუსი პოლიტიკოსის 100 წლის წინანდელი შეფასებები რუსეთთან დაკავშირებით დღესაც ძალიან აქტუალურია.




0
422
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
422