x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ოსპის კატლეტი (სამარხვო, გემრიელი და ძალიან სასარგებლო)

ნაზი, ფუმფულა და გემრიელი სამარხვო კატლეტი, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც გარნირად, ისე ძირითადი კერძის სახით. დიდი რაოდენობის ცილების და უხსნადი ბოჭკოვანს წყალობით, კერძი მხოლოდ გემრიელი კი არა, სასარგებლოც არის და ფაქტობრივად შეუცვლელია სწორი კვებისათვის.


image


ინგრედიენტები:


წითელი ოსპი — 180 გრ. (1 ჭიქა (200 მლ.)
ხახვი — 70 გრ. (1 თავი)
სტაფილო — 90 გრ. (1 ცალი)
საფანელი — 90 გრ.
ზეთი — 3 ს. კ. (+ შესაწვავად)
გრძელი ბრინჯი — 80 გრ. (1/2 ჭიქა)
მარილი — 0, 5 ჩ. კ.
პილპილი — 1 მწიკვი
მწვანილი — გემოვნებით


მომზადება:


I. ოსპი კარგად გარეცხეთ, იქამდე ვიდრე წყალი არ დაწმინდავდება > დაასხით 2 ჭიქა წყალი და დადგით ცეცხლზე > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, 15-20 წთ. (წყლის დაშრობამდე).

II. გარეცხეთ ბრინჯი > დაასხით 160 მლ. წყალი > ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, წყლის სრულად დაშრობამდე.
III. ხახვი დაჭერით წვრილად > სტაფილო გახეხეთ სახეხზე.
IV. გააცხელეთ ტაფაში ზეთი და მოთუშეთ ხახვი 3–4 წთ. > დაამატეთ სტაფილო და ცეცხლზე კიდევ 4–5 წუთი გააჩერეთ > გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.

V. როდესაც ოსპს წყალი დააშრება, თასში გადმოიღეთ და საჭყლეტით ჩაზილეთ ან დააბლენდერეთ.
VI. გაგრილების შემდეგ, დაამატეთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი მწვანილი > დაამატეთ ტაფაში მოთავსებული ინგრედიენტები და გაგრილებული ბრინჯი > ყველაფერი კარგად შეურიეთ.

VII. დაყავით ფარში გუნდებად > მიეცით კატლეტის ფორმა > ამოავლეთ საფანელში.

VIII. თუ ტაფაში შეწვავთ, ჩაასხით ტაფაში ზეთი და როდესაც გაცხელდება, საშუალო ცეცხლზე შეწვით, 2–2 წუთი, თითოეული გვერდიდან.

თუ ღუმელში გამოაცხობთ, მაშინ ზეთი არ დაგჭირდებათ. კატლეტი კალკაზე დააწყვეთ და გამზადებული საცხობი ფირფიტა, 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში შედგით.


image

არხის სხვა სიახლეები:


* წარმოუდგენელი ამბავი მაღაროელებსა და გმირ ვირთხაზე

* 300 წლის ხანგრძლივობის მოგზაურობა და გამქრალი მსახიობი, რომელიც მეტად უცნაურ ვითარებაში აღმოაჩინეს (ნამდვილი ამბები)

* რეალური, მაგრამ ძნელად დასაჯერებელი ფაქტები



8
194
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
194
  
2023, 19 მაისი, 23:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მაისი, 23:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 13 მაისი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 მაისი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 მაისი, 23:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 9 მაისი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 7 მაისი, 23:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 მაისი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8