საზოგადოება “ყველაზე ნაგავი ხალხი”-ის ერთ ერთი წარმომადგენელი ასუფთავებს თქვენს ქვეყანას, თქვენი კარგად აღზრდილი შვილების გადაგდებული ნაგვისგან" 2022, 15 სექტემბერი, 17:47
სომეხი ეროვნების გოგონა ვარსენიკ ვარდანიანი სოციალურ ქსელში აზიარებს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის სიძულვილით გამსჭვალულ სქრინს "სომხეთი რუკაზე არ უნდა არსებობდეს, ყველაზე ნაგავი ხალხი მსოფლიოში" და წერს:
"დღეს დაიწყო სწავლა სკოლებში და წესით რამე კარგს უნდა ვწერდე, ნუ მილოცვა მაინც. დილით 7 საათზე გავიღვიძე და წავიკითხე შემდეგი სიტყვები “სომხეთი რუკაზე არ უნდა არსებობდეს.ყველაზე ნაგავი ხალხი მსოფლიოში”, ხოდა მე, ეროვნებით სომეხი ადამიანი, საკმაოდ კარგად ვფლობ ქართულ ენას, რაც ძალიან მახარებს და არც თუ ისე ცუდი მოქალაქე ვარ, იმიტომ რომ, როგორც ვიღაცამ ბრძანა “ყველაზე ნაგავი ხალხი”-ს ერთ-ერთი წარმომადგენილი ასუფთავებს თქვენს ქვეყანას, თქვენი კარგად აღზრდილი შვილების გადაგებული ნაგვისგან. – ღმერთო მადლობა, ამ ყველაფრის ფონზე არავის მიმართ რომ არ მაქვს სიძულვილი. პ.ს. არავინ მითხრათ გულთან ახლოს ნუ მიგაქვსო". 830 3-ს მოსწონს 1-ს არა |
გაგონიათ ასეთი რამე,ამერიკაში მცხოვრები კორეელი აკრიტიკებდეს ამერიკელს,თუ ის კორეას გააკრიტიკებს და ნაგავს უწოდებს ან მონებს? ცხოვრობენ და მუშაობენ საქართველოში,ხოლო სომეხი ვარო,თუ სომეხი ხარ გაა*ვი იმ სომხეთში. საქართველოს მოქალაქე თუ ხარ,მაშინ მოიქეცი ისე როგორც საქართველოს მოქალაქე.