x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
"სამარცხვინო, მატყუარა, ფლიდი, ყველაფრის მკადრებელი ხალხია" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, ევროკავშირის მიერ შემუშავებული 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიიციის წარმომადგენლების მიერ პარლამეტში გამართულ შეხვედრას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და გიორგი ვაშაძეს, სალომე სამადაშვილსა და დავით უსუფაშვილს "სამარცხვინოს, მატყუარას, ფლიდსა და ყველაფრის მკადრებელ ხალხს" უწოდებს:


"ძალიან სამარცხვინო, მატყუარა, ფლიდი, ყველაფრის მკადრებელი ხალხია.

იციან რომ ფარსია, ფარსში არიან - და მაინც არიან, იმიტომ რომ სხვა არაფერი იციან." - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქელში.


შეგახსენეთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ფრაქციებმა, ასევე, "სტრატეგია აღმაშენებელმა", დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ შემუშავებული 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გამართეს.


საქართველოს პარლამენტის ცნობით, მხარეებმა თითოეული რეკომენდაციის შესახებ მოსაზრებები წარმოადგინეს და იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს, "რომლებიც აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებისთვის არის საჭირო".



0
646
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
646