x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
რა იცით მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციის შესახებ? - 10 საინტერესო ფაქტი შუმერების შესახებ

image
შუმერები ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია იყო დედამიწაზე. 7000 წელზე მეტი ხნის წინ შუმერებმა ააშენეს მათი პირველი ქალაქის გზები და კედლები. ისინი იყვნენ პირველები კაცობრიობის ისტორიაში, რომლებმაც დატოვეს თავიანთი სახლები და ტომები, მიატოვეს ჩვეულებრივი სოფლის მეურნეობა და მესაქონლეობა და გადავიდნენ საცხოვრებლად ნამდვილ ქალაქში. დღეს შემორჩენილია რამდენიმე არტეფაქტი, რომლებიც გვიყვებიან ისტორიას მათ შესახებ.

1. ქალებს საკუთარი ენა ჰქონდათ

შუმერში კაცები და ქალები არ იყვნენ თანაბარი. დილას მამაკაცებს გამზადებული ჰქონდათ საჭმელი, თუ ოჯახს შვილები ჰყავდა, ბიჭები მიდიოდნენ სასწავლებლად, გოგოები კი სახლში რჩებოდნენ. ქალისა და მამაკაცის ცხოვრება იმდენად განსხვავებული იყო, რომ ქალებმა საკუთარი ენაც კი განავითარეს.

მთავარ შუმერულ ენას ეწოდებოდა „ემეგირი“, მაგრამ ქალებს ჰქონდათ საკუთარი დიალექტი, სახელწოდებით „ემსალი“ („ქალთა ენა“), რომლის შესახებ არც ერთი ცნობა არ შემორჩენილა. ქალის ენაში ზოგიერთი ბგერა განსხვავებულად წარმოითქმოდა, სუსტი სქესის წარმომადგენლები ასევე იყენებდნენ რამდენიმე სიტყვას და რამდენიმე ხმოვანს, რომლებიც არ იყო ემეგირში.image


2. შუმერები იხდიდნენ გადასახადებს მაშინაც კი, როცა ფული არ ჰქონდათ შემოღებული


ჯერ კიდევ სანამ პირველი მონეტები გამოჩნდებოდა მესოპოტამიაში, ხალხი მმართველს აძლევდა თავისი შემოსავლის ნაწილს. ხშირად შუმერული გადასახადები არ განსხვავდებოდა თანამედროვეებისგან. ფულის ნაცვლად, მმართველი ანაზღაურებდა ხალხის წარმოების პროცენტს. ფერმერები აგზავნიდნენ მოსავალს ან პირუტყვს, ხოლო ვაჭრებს შეეძლოთ გადაეხადათ ტყავით ან ხით.

მდიდრები გაცილებით მეტს იხდიდნენ, ზოგ შემთხვევაში თავიანთი შემოსავლის ნახევრის გადახდა უწევდათ. თუმცა, ეს არ იყო გადასახადების გადახდის ერთადერთი გზა. შუმერები მუშაობდნენ საჯარო პროექტებში. ყოველწლიურად ერთი თვის განმავლობაში კაცს უწევდა სახლიდან გასვლა ფერმაში სამუშაოდ, სარწყავი არხების გათხრისა თუ საბრძოლველად. ასეთი მოვალეობის გადახდა მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ (მის ნაცვლად სხვას ემუშავათ).

image


3. ცხოვრება ტრიალებდა ლუდის ირგვლივ

არსებობს თეორია, რომ ცივილიზაცია დაიწყო ლუდის გამო. ვითომ, ხალხმა მიწათმოქმედება დაიწყო, იმისათვის, რომ დამთვრალიყვნენ და ისინი ქალაქში მხოლოდ მეტი ლუდის დაპირებით იყვნენ “შემოტყუებულები“. მართალია ეს თუ არა, ლუდი ნამდვილად იყო შუმერში ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. მას სუფრაზე მიირთმევდნენ ყოველი ჭამის დროს.

რა თქმა უნდა, შუმერული ლუდი განსხვავდებოდა თანამედროვესგან. მას ჰქონდა ფაფის მსგავსი კონსისტენცია, ძირში ჭუჭყიანი ნალექი, ზემოდან ქაფის ფენა და ზედაპირზე დუღილის შედეგად დარჩენილი პურის პატარა ნაჭრები. მისი დალევა მხოლოდ საწრუპის მეშვეობით შეიძლებოდა. მაგრამ ამად ღირდა. შუმერულ ლუდს იმდენი მარცვლეული ჰქონდა, რომ დაბალანსებული საუზმის ნაწილად ითვლებოდა. როდესაც მუშები მოდიოდნენ სათემო პროექტებზე სამუშაოდ, ხშირად უხდიდნენ ლუდით. ასე “იტყუებდა“ მმართველი ფერმერებს თავის სამშენებლო პროექტებზე: მათ საუკეთესო ლუდი ჰქონდათ.image

4. ოპიუმის გამოყენება



შუმერში „დასვენების“ ერთადერთი გზა ლუდი არ იყო. შუმერებს ჰქონდათ ოპიუმი და იყენებდნენ ამ ნივთიერებას. შუმერები ოპიუმის ყაყაჩოს მოშენებას მისდევდნენ ქრისტეს შობამდე სულ მცირე 3000 წლიდან. დღეს ბევრი ინფორმაცია არ არის იმის შესახებ, თუ რას უკეთებდნენ მას, მაგრამ სახელი, რომელიც შუმერებმა დაარქვეს ყაყაჩოს, აშკარად მეტყველებს - მათ "სიხარულის მცენარე" უწოდეს. არსებობს თეორიები, რომ შუმერები ამ მცენარეებს სამკურნალოდ იყენებდნენ, კერძოდ, ტკივილგამაყუჩებლად.

image


5. ახალი ცოლი მმართველისთვის ყოველწლიურად



ყოველწლიურად მმართველი ახალ ქალზე ქორწინდებოდა. ისინი ირჩევდნენ სპეციალურად “ქალწულთა ჯგუფის“ მხევალ გოგონებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთები, სავარაუდოდ, შუმერის მიწას და ქალებს უნაყოფოს გახდიდნენ. მმართველი და მისი რჩეული პატარძალი "წარმოადგენენ ღმერთების სიყვარულის აქტს მიწიერ სამყაროში". ქორწილის დღეს პატარძალს აბანავდნენ, საკმევლს ასხამდნენ და უმშვენიერეს სამოსს აცმევდნენ ხოლო მმართველი და მისი გარემოცვის წარმომადგენლები სალოცავში მიდიოდნენ.

სალოცავში მათ ქურუმების და ასევე ქალწული მხევლების ჯგუფი ელოდა, ისინი იწყებდნენ სიმღერას სიყვარულზე. მმართველი საჩუქრებს აძლევდა მომავალ მეუღლეს და ცალკე ოთახში მიჰყავდა.

image

6. მხევლები ასევე ექიმები და სტომატოლოგებიც იყვნენ

მხევლებიარა მხოლოდ მმართველის ჰარემის წევრებს წარმოადგენდნენ, ისინი იყვნენ ყველაზე სასარგებლო ადამიანები შუმერულ საზოგადოებაში. იყვნენ პოეტები, მწიგნობრები და ზოგიერთი პირველი ექიმიც ისტორიაში. სალოცავი კომპლექსის გარშემო ყოველთვის შენდებოდა შუმერული ქალაქები. ცენტრში იყო დიდი ზიქურათი, გარშემორტყმული შენობებით, სადაც ქურუმები და მხევლები ცხოვრობდნენ. ეს იყო უზარმაზარი სივრცე, რომელიც იკავებდა ქალაქის მესამედს. აქ ასევე იყო ბავშვთა სახლები, ასტრონომიული ცენტრები, სამუშაო ადგილები. თუმცა, სწორედ კომპლექსის გარეთ გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილი, სადაც ავადმყოფები მიდიოდნენ, მხევლები ავადმყოფებს უსვამდნენ დიაგნოზს და ამზადებდნენ წამლებს მათთვის.

image

7. წერა-კითხვის ცოდნა სიმდიდრის გარანტი იყო



კითხვა და წერა ახალი ცნებები იყო ძველ შუმერში, მაგრამ წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი გახდა. ხალხი არ მდიდრდებოდა მხოლოდ მუშაობით და ხელობის ცოდნით, ჩვეულებრივ ვაჭრები და ფერმერები ქვედა ფენას მიეკუთვნებოდნენ. თუ ვინმეს სურდა გამდიდრება, მაშინ ის ხდებოდა მმართველი ან ქურუმი. წიგნიერება კი წინაპირობა იყო. შუმერ ბიჭებს შეეძლოთ სკოლის დაწყება შვიდი წლის ასაკში, მაგრამ ეს ძვირი ღირდა. მხოლოდ ქალაქის უმდიდრეს ადამიანებს შეეძლოთ შვილების გაგზავნა სკოლაში, სადაც მათ ასწავლიდნენ მათემატიკას, ისტორიას და წიგნიერებას. ჩვეულებრივ, ბავშვები უბრალოდ იმეორებდნენ იმას, რაც მასწავლებელმა დაწერა, სანამ ზუსტად არ ბაძავდნენ.image

8. ღარიბები ქალაქის გარეთ



ყველა შუმერი არ იყო ამ „საზოგადოების ზედა ფენის“ ნაწილი. მათი უმეტესობა დაბალი კლასის წარმომადგენელი იყო, ცხოვრობდა მეურნეობებში ქალაქის კედლებს მიღმა ან ეხმარებოდა ქალაქში დაბალანაზღაურებად ხელოსნებს. სანამ მდიდრები ცხოვრობდნენ ხის სახლებში, ავეჯით, ფანჯრებითა და სანათებით, ღარიბებს უხდებოდათ სილის კარვებში ცხოვრება. მიწაზე ჩალის ხალიჩებზე ეძინათ და ყველა მათი ოჯახი ასეთ პირობებში ცხოვრობდა. ქალაქის გალავნის გარეთ ცხოვრება რთული იყო. შრომისმოყვარე ოჯახს შეეძლო გაეცვალა ზოგიერთი მოსავალი მეტი მიწის შესაძენად, ან გაექირავებინა თავისი მიწები შემოსავლისთვის.

image

9. დამპყრობელთა არმია

შუმერში ღარიბების ცხოვრება ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე მონების. შუმერების მმართველები გამუდმებით იყენებდნენ დამონებულ მუშებს თავიანთ ქალაქებში და იყვანდნენ მონებს უბრალოდ მთებში მცხოვრები ხალხის დარბევით. მათ მთელ ქონებას ართმევდნენ და ტყვეებად მიჰყავდათ. შუმერების მმართველები თვლიდნენ, რომ თუ ღმერთები მათ გამარჯვებას ანიჭებენ, მაშინ ღვთაებრივი ნებაა მთების მცხოვრებთაგან მონები შექმნან.

ჩვეულებრივ, მამრობითი სქესის მონებს ქალები ხელმძღვანელობდნენ, ხოლო მონები ხშირად ხდებოდნენ სრულიად უუფლებო ხარჭები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არსებობდა თავისუფლების მოპოვების ვარიანტები. მონა ქალს შეეძლო მხოლოდ თავისუფალ კაცზე დაქორწინება, თუმცა მას პირველი შვილი პატრონისთვის უნდა გადაეცა საზღაურად. მონას შეეძლო საკმარისი გაეკეთებინა თავისუფლების შესაძენად და საკუთარი მიწაც კი მიეღო. მაგრამ იყო უარყოფითი მხარეც, არავინ იყო დაზღვეული მონობისგან. თუ თავისუფალი ადამიანი ვალის გამო მონობაში ჩავარდებოდა ან დანაშაულს ჩაიდენდა, მაშინ მას ასევე მონად აქცევდნენ.image

10. სიკვდილი შუმერში

შუმერში სიკვდილი ნამდვილი საიდიდუმალება მლო იყო. დაღუპულები, სავარაუდოდ, მიდიოდნენ იქ, რასაც შუმერები უწოდებდნენ "უბრუნებელ მიწას", მაგრამ არავინ იცოდა რა იყო იქ. ამიტომ შუმერებს სჯეროდათ, რომ შემდგომ ცხოვრებაში დასჭირდებოდათ ყველა მიწიერი საქონელი, რომელიც მათ გააჩნდათ. მათ ეშინოდათ მარადისობის მარტო და მშიერი გატარების, ამიტომ მიცვალებულებს კრძალავდნენ სამკაულებით, ოქროთი, საკვებით და მათი შინაური ძაღლებითაც კი. მმართველებს თავისთან ერთად „მიჰყავდათ“ სხვა სამყაროში ყველა მსახური, ზოგჯერ კი მთელი ოჯახი.

image

0
553
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
553
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0