x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134657
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
ვინ იყო საქართველოში დაბადებული "სიკვდილის დოქტორი", იგივე საბჭოთა "დოქტორი მენგელე"?
image


შხამები და ტოქსინები დიდი ხანია არის სადაზვერვო სპეცსამსახურების საიდუმლო იარაღი მთელს მსოფლიოში. არც საბჭოთა მეცნიერები იყვნენ გამონაკლისი, რომლებმაც ამ მიმართულებით საზღვარგარეთელ კოლეგებს გადააჭარბეს კიდეც.


სასიკვდილო შხამის პიონერები


1938 წლიდან შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ განყოფილებაში დაიწყო ფართომასშტაბიანი რეფორმები, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ხალხის მტრებისა და ჯაშუშების გამოსავლენად საბჭოთა სპეცსამსახურებს ბევრად უფრო დახვეწილი და დელიკატური მუშაობა სჭირდებოდათ. თავად ბერიას არ უყვარდა საქმის ნაჩქარევად კეთება და მიფუჩეჩება.



ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ НКВД -ს ხელმძღვანელი ლავრენტი პავლოვიჩი ნებისმიერ გადაწყვეტილებას ათობით სცენარისა და შედეგების გათვალისწინების შემდეგ იღებდა. თავის ახალ თანამდებობაზე ბერიას მისი წინამორბედის, ნიკოლაი ეჟოვის დაწყებული საქმიდან მთლიანად უნდა შეეცვალა საიდუმლო მუშაობის მთელი სტრუქტურა. თუმცა, სწორედ იაგოდამ გააცნობიერა პირველად, რომ საიდუმლო ლაბორატორია, რომელშიც შეიქმნებოდა იარაღი მტრებთან საბრძოლველად, როგორც საზღვარგარეთ, ისე შიგნით ქვეყანაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სპეცსამსახურების წარმატებული მუშაობისთვის.



ამ მიზნით, ჯერ კიდევ 1935 წელს, ექსპერიმენტული მედიცინის გაერთიანების ინსტიტუტში მოვიდა დახურული ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიის ახალი ხელმძღვანელი გრიგორი მაირანოვსკი. იგი ბათუმში დაიბადა 1899 წელს, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში მიიღო სამედიცინო განათლება.


მაირანოვსკი, მას შემდეგ, რაც ბერია მოვიდა НКВД -ს ხელმძღვანელად, გახდა სსრკ-ში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ადამიანი, ხოლო მისმ ლაბორატორიამ ზესაიდუმლოს სტატუსი შეიძინა.

image

"ლაბორატორია იქსის"გასაიდუმოებული ობიექტი ლუბიანკაზე მდებარეობდა, სადაც სასიკვდილო შხამებს ცდიდნენ პატიმრებზე, "ცდები ტარდებოდა ე.წ. "ხალხის მტრებზე", მას აკვირდებოდნენ ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი კლავდნენ. სხვათა შორის, ბევრი თანამშრომელი გადატანილი სტრესების გამო გალოთდა, ზოგიერთს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და მეტიც, იყო თვითმკვლელობის შემთხვევებიც.


სუპერშხამი, რომელიც ორგანიზმში კვალს არ სტოვებს


დიდი ხნის განმავლობაში, მაირანოვსკის ჯგუფის მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო ტეტროდოტოქსინი, უკიდურესად საშიში ნივთიერება, რომელიც სპეციალურად ტესტირებისთვის სინთეზირებული იყო გაზრდილი დოზით. მნიშვნელოვანი პროგრესი შხამების შექმნაში მიღწეული იქნა რიცინის, მცენარეული წარმოშობის ცილოვანი შხამის საფუძველზე. ოთახში მყოფი ადამიანებისთვის ის უკიდურესად შხამიანი აღმოჩნდა და მაირანოვსკიმ მის გამოყენება სპეცსამსახურებს სპეციალური აეროზოლის სახით ურჩია. თუმცა, მრავალი წლის განმავლობაში შეუძლებელი იყო მთავარი პრობლემის გადაჭრა: გაკვეთის დროს პულობდნენ ყველა იმ შხამისა და ტოქსინის კვალს, რომლითაც მაირანოვსკის ჯგუფი ადამიანებს წამლავდა.


ამ სირთულესთან გამკლავება მხოლოდ 30-იანი წლების ბოლოს - 40-იანი წლების დასაწყისში გახდა შესაძლებელი. ექსპერიმენტების დროს ლაბორატორიის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურმა სამსახურმა სპეციალური შხამის - კარბილამინქოლინ ქლორიდის სინთეზირება მოახდინა.

image

ამ ნივთიერების ზუსტი ქიმიური ფორმულა დღესაც უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ეს ნივთიერება უაღრესად აქტიურად გამოიყენება დღესაც.


შხამი მაღალი შეწოვით მოქმედებს კუნთებსა და შინაგანი ორგანოების ნერვულ დაბოლოებებზე, რაც იწვევს ასფიქსიას და სისხლძარღვების ბლოკირებას. როგორც წესი, შხამის შეყვანის შემდეგ ადამიანი 10-15 წუთში კვდება.


მისი ქმედება ერთხელ უჩვეულო გზით გამოსცადეს. სუბიექტის მოწამვლისა და მისი გარდაცვალების დარეგისტრირების შემდეგ, შუახნის მამაკაცის ცხედარი, რომელსაც მანამდე არ ჰქონდა რაიმე დაავადება, გადაასვენეს ნ.ვ. სკლიფოსოვსკის სახელობის საავადმყოფოში. მორიგე ექიმებმა, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ, საიდან მოვიდა პაციენტი და გაკვეთის შემდეგ ცალსახა დასკვნა დადეს: „სიკვდილი ინფარქტის შედეგად“.სწორედ ამ შედეგის მიღება სურდა მაირანოვსკის ლაბორატორიას!


ლაბორატორია #12, КГБ-ს საარქივო მასალებიდან

"ჩვენს შხამებს ვადა არასდროს გაუვა. ისინი ჩემს მერე, თქვენს მერეც დიდ საქმეებს გააკეთებენ. და სანამ სახელმწიფოს მტრები ეყოლება, ჩვენი მუშაობა არა მარტო საჭირო, ჰაერივით აუცილებელი იქნება"


მაირანოვსკის საბჭოთა "დოქტორ მენგელეს" ეძახდნენ, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ადამიანზე ჩატარებული ცდებით ნაცისტებსაც კი "გადაუჯოკრეს".


დაკავება


ერთ დღესაც, "შხამების დიდოსტატი" სახიფათო გახდა ხელისუფლებისთვის და მაირანოვსკი 1951 წელს დაიჭირეს, თუმცა არ დახვრიტეს. მას 10 წელი პატიმრობა მიუსაჯეს, სხვათა შორის, ციხეში ყოფნის დროს მაირანოვსკის პანიკურად ეშინოდა მოწამვლის, ამიტომ წერილებს წერილებზე წერდა ციხიდან, მათ შორის ბერიას და ხრუშჩოვს.

image

ციხიდან 1964 წელს გამოვიდა. მას აუკრძალეს დიდ ქალაქებში ცხოვრება და საბოლოოდ დასახლდა მახაჩყალაში, სადაც ორი წლის შემდეგ 64 წლის ასაკში გარდაიცვალა კიდეც გულის შეტევით, ამბობენ იგივე თავისავე შექმნილი შხამით მოწამლესო, ის ზომ კვალს არ სტოვებდა და "გულს" ბრალდებოდა.



რომელი ცნობილი ადამიანები მოიშორეს მაირანოვსკის შხამით?


1946 წელს მოწამლეს "ჭადრაკის მეფე" ალექსანდრე ალიოხინი პორტუგალიაში ერთ-ერთ რესტორანში სადილობის დროს


1959 წლის 15 ოქტომბერს, ლონდონში, უკრაინელ კონტრრევოლუციონერ სტეფან ბანდერას დილით, სეირნობისას, КГБ-ს თანამშრომელმა სპეციალური პისტოლეტით შხამიანი კაფსულა ესროლა


1971 წელს ლონდონში მოკლეს ცნობილი ბულგარელი დისიდენტი გიორგი მარკოვი. მას КГБ-ს თანამშრომელმა ავტობუსის გაჩერებაზე "შემთხვევით" - ქოლგით უჩხვლიტა.

70-იანი წლების შუახანებში КГБ-ს სამსახურებმა შხამით ცნობილი მწერლის, ალექსანდრ სოლჟენიცინის მოკვლაც სცადეს, თუმცა ის სრულიად შემთხვევით გადაირჩა სიკვდილს.


1979 წელს საბჭოთა კავშირის პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, მოეშორებინა ავღანეთის პრეზიდენტი, სახალხო დემოკრატიული (პროკომუნისტური) პარტიის ხელმძღვანელი ჰაფიზულა ამინი, საჭმელში შხამი გაურიეს. იმ დროს მასთან იმყოფებოდა რუსი ექიმი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა "პარტიის გეგმებზე" და ამინის გადარჩენა მოახერხა.(თუმცა მოგვიანებით ამინი ოჯახიანად მაინც ამოხოცეს)


ეს არის რა თქმა უნდა არასრული სიაა.

0
557
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0