x
მეტი
  • 06.06.2024
  • სტატია:135134
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509453
"მახლობელ გალაქტიკებში მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს"

ალექს კოლერი (Alex Collier) — უცხოპლანეტელებთან ყველაზე ცნობილი საკონტაქტო პირი, ამტკიცებს, რომ 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე, მას ანდრომედეს თანავარსკვლავედის უცხოპლანეტელებთან აქვს კავშირი. ამ კავშირში უცხოპლანეტელების ხომალდებზე სტუმრობა და მათთან ტელეპათიური კავშირები იგულისხმება. ბევრი უფოლოგი თვლის, რომ ალექს კოლერი ნდობას ნამდვილად იმსახურებს, ყოველ შემთხვევაში, იმ მხრივ რომ ის, ანდრომედეებთან კონტაქტების შედეგად მიღებული ინფორმაციას, რაც შეიძლება სრულად გადმოცემას ცდილობს და ამ ინფორმაციის გავრცელებით, ფინანსური სარგებელი არასდროს მიუღია.


image


კოლერის მტკიცებით, მას კავშირი 2 ანდრომედიელთან, ვისეითან და მორანაითან ჰქონდა, რომლებიც ძველი ქნარიელების (ქნარის თანავარსკვლავედიდან) შთამომავლები იყვნენ, თუმცა ამჟამად ანდრომედეზე ცხოვრობენ. მათ კოლერი უცხოპლანეტურ ხომალდზე წაიყვანეს და იქ 3 თვის მანძილზე, ინფორმაციას აწვდიდნენ, კოსმოსური სულიერების, სამყაროს ცხოვრების და დედამიწის გალაქტიკური ისტორიის შესახებ და ისიც უთხრეს, რომ კაცობრიობა 22 სხვადასხვა რასისგან შედგება.

როგორც ალექს კოლერი ამბობს, მისი პირველი კონტაქტი უცხო ცივილიზაციასთან 1964 წ. შესდგა. ხოლო, 1985 წლიდან, ეს კავშირი მუდმივი და თანმიმდევრული გახდა.

1993 წლიდან, კოლერმა სემინარებზე დაიწყო სიარული, სადაც უცხოპლანეტელებისგან მიღებული ინფორმაციის, სხვებისთვის გაზიარება დაიწყო. მას 1997 წ. უცხო პირები დაემუქრნენ კიდეც, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეეწყვიტა... კოლერმა მუქარა სერიოზულად მიიღო და საჯარო გამოსვლები შეწყვიტა. ხოლო, 2002 წელს, უცხოპლანეტელების ციკლიდან, უკანასკნელი ლექცია ჩაატარა.

მისი თქმით, უცხოპლანეტელების უძველესი რასა, რომელიც «დამფუძნებლების» სახელით არიან ცნობილნი, პასუხისმგებელნი არიან დედამიწაზე სიცოცხლისთვის საჭირო გარემოს შექმნაზე და საცხოვრებლად, პლანეტის ვარგისიანობაზე. როგორც ანდრომედელებმა და პლესდელებმა (პლეადი – ვარსკვლავური დაჯგუფება) მას უთხრეს, ამ უცხოპლანეტურ რასას, ისინი «პაა ტალ»–ს ეძახიან და რომ ისინი, დედამიწაზე ქნარის თანავარსკვლავედიდან ჩამოვიდნენ.

კოლერმა აღნიშნა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ანდრომედები ჩვენ 4300–4500 წლით გვისწრებენ. გარდა ამისა, ისინი წლებს ისე არ ითვლიან როგორც ჩვენ. მათთვის, 1 წელი 365 დღე კი არ, დროის მონაკვეთია, როდესაც სხეულის ყოველი უჯრედი, საკუთარი თავის დუბლირებას აკეთებს, ამისთვის კი, დაახლოებით, 34 წელია საჭირო.


image


კოლერის მტკიცებით, ჩვენს მახლობლად მდებარე, 8 გალაქტიკის პლანეტებზე, დაახლოებით, 135 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მან ისიც კი თქვა, რომ როდესაც ერთ–ერთი დასახლებული პლანეტა მოინახულა, ადგილობრივები, თითქმის, ისევე გამოიყურებოდნენ, როგორც ჩვენ...

საინტერესოა, რომ მისი სიტყვები, სხვა პლანეტებზე მცხოვრები ადამიანების გარეგნობის შესახებ, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმაც დაადასტურეს. მათი განმარტებით, თუ სამყაროში, სხვა გონიერი რასები არსებობენ, მაშინ ისინი, სავარაუდოდ, ჩვენნაირი არიან.

როგორც მეცნიერები თვლიან, გარეგანი მრავალფეროვნება, სამყაროს კანონებით, რეალურად, საკმაოდ შეზღუდულია. ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ კოკელი (Charles S. Cockell) ასტრობიოლოგი და წიგნის — «სიცოცხლის განტოლებები: როგორ აყალიბებს ფიზიკა ევოლუციას» («The Equations of Life: How Physics Shapes Evolution») ავტორი, სამი შეზღუდვა ასახელებს, რომელიც სიცოცხლის ყველა ფორმა უნდა დაიცვას, გამონაკლისის გარეშე.

«ფიზიკური კანონები ყველგან ერთნაირია. მაგალითად, მიზიდულობის ძალა არა მხოლოდ მზის სისტემაში, არამედ, მის გარეთაც მოქმედებს.

სამყაროს ნებისმიერ კუთხეში, სიცოცხლე ერთი და იგივე ინგრედიენტებს იყენებს: ნახშირბადი — ოპტიმალური ქიმიური ელემენტია, სიცოცხლის ჩასახვისთვის, ხოლო წყალი — იდეალური სითხეა, მისი ტრანსპორტირებისთვის» — ამტკიცებს ჩარლზ კოკელი.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მარსელებისთვის დედამიწა სარეზერვო პლანეტა იყო?

* ყველაზე სასტიკი ომი უძველეს დროში, რომელმაც არაერთი ქვეყანა იმსხვერპლა

* რჩევები მეხსიერების გასაუმჯობესებლად – საუკეთესო წამალი, პრევენციაა!



1
779
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
779
  
2023, 16 ივნისი, 11:22
ჩემი მეზობელი გივიაც კონტაქტზეა უცხოპლანეტელებთან, დადის და თავისთვის ლაპარაკობს მთელი დღე
0 1 1