x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
დათვმა, რომელსაც ენა კონსერვის ქილაში გაეჭედა თვითონ მიაკითხა ადამიანებს საშველად
image

ეს არის საკმაოდ ამაღელვებელი მომენტი, როდესაც მშიერ პოლარულ დათვს, რომელსაც ენა თუნუქის ქილაში გაეჭედა, ადამიანებმა გადააღჩინეს.


მდედრმა დათვმა, სახელად მონეტოჩკამ დახმარებისთვის ადამიანს მიმართა მას შემდეგ, შედედებული რძის კონსერვში ენა გაეჭედა.


image


მაშველთა ჯგუფს მოსკოვიდან 2500 კილომეტზე გადაფრენა მოუწიათ, რათა ჩასულიყვნენ არქტიკულ პორტ დიქსონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შორეულ დასახლებაში, მას შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ დათვმა მოსახლეობას დახმარება სთხოვა.

ვიდეოში ჩანს, როგორ აძინებენ ცხოველს და შემდეგ ვეტერინარი დათვს ბრტყელტუჩათი თუნუქის ქილას აძრობს.


მოსკოვის ზოოპარკის მთავარმა ვეტერინარმა მიხაილ ალშინეცკიმ განაცხადა:"რომ ეს არის დაახლოებით ორი წლის მდედრი დათვის ბელი"


თუნუქში ენა ჩაეჭედა და ხუფი ენაზე დაეფარა. ცხოველმა რამდენიმე დღე გაატარა ასე, გაჭედილი ენით. დათვს არც დალევა შეეძლო და არც ჭამა.ენა შეშუპებული ჰქონდა...ჩვენ წარმატებით დავაძინეთ იგი, მოვხსენით თუნუქის ქილა და მივეცით ანტიბიოტიკები და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები“-დასძინა ალშინეცკიმ.


შემდეგ დაუძლურებული დათვი გალიაში ჩასვეს და იმ საცხოვრებელი ზონიდან, სადაც ის დახმარებას ითხოვდა, დაახლოებით 60 კილომეტრის მოშორებით გადაიყვანეს.


დათვს დაუტოვეს თევზის უზარმაზარი მარაგი, რათა ნადირი მოღონიერდეს და გამოჯანმრთელდეს.


”ცხოველი ტუნდრაში გადავიყვანეთ და ხელახლა შევუყვანეთ წამალი, რათა გაეღვიძა." - დასძინა ალშინეცკიმ.


0
534
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0