x
შევაყვაროთ პატარებს კითხვა

ხშირად შეხვდებით საზოგადოებაში ისეთ სცენებს, როდესაც მშობელი შვილს კომპიუტერის ჩართვას უკრძალავს და მიზეზი თითქმის ყოველთვის კომპიუტერული თამაშებია. დაპირისპირებისას როგორც წესი უფროსები იმარჯვებენ და ბავშვებში ჩნდება პროტესტის გრძნობა. ისმის ფრაზები რომ მათ დროს კომპიუტერი საერთოდ არ არსებობდა და დროის უმეტეს ნაწილს კითხვაში ატარებდნენ. თუმცა წინა საუკუნეებში არ იყო კალამი, არ იყო ბეჭდური წიგნები და ასე თუ ვიმსჯელებთ პერგამენტის ეპოქას მივუახლოვდებით, პატარები კი წიგნის სიყვარულის ნაცვლად მისგან უფრო გაიმიჯნებიან. კომპიუტერს თამაშების გარდა უამრავი ფუნქცია აქვს, დაიხმარეთ იგი გაკვეთილების მომზადებისას, დაანახეთ შვილებს რომ პირველ რიგში მათი მეგობარი ხართ და შემდგომ მშობელი. წააკითხეთ საინტერესო ისტორიები, ესაუბრეთ თქვენ საყვარელ ნაწარმოებებზე, აჩუქეთ თქვენი ბავშვობის საყვარელი წიგნი და გააღვიძეთ მასში ცნობისმოყვარეობა, მაშინ კი აუცილებლად შეიყვარებენ კითხვას.გახსოვდეთ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, თქვენ ხომ მათი მშობლები ხართ.
image

1
107
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თათი_
თათი_
107
  
2013, 19 დეკემბერი, 11:10
გეტყობათ ახალი ხართ..კარგი სტატია გისურვებთ წარმატებებს....
0 1 1