x
image
ტოპი
ციხესთან მომხდარი ინციდენტი.

image



















დღეს მოხდა სამწუხარო ფაქტი . როდესაც მე-8 საპყრობილეში შედიოდა სასწრაფო პატრულის თანხლებით და სასჯელ აღსრულების ავტომობილები, ამ დროს ხალხი ითხოვდა გაეგოთ თუ ვინ იყვნენ ავტომობილებში, მაგრამ როგორც ბადრაგის უფროსი თემურ ქერდოყაშვილი განმარტავს, მათ რუსთავიდან გლდანში გამოკვლევის მიზნით მოყვანილი 2 პატიმარი გადაჰყავთ უკან. ციხის წინ შეკრებილებს არ სჯერათ ამ ინფორმაციის, მათი განცხადებით ამ კოლონაში მათი ნაცემი პატიმრები არიან და ამის გამო მოხდა ის ინციდენტი რაც ვიდეო კადრებში კარგად ჩანს, სასწრაფო დახმარების ავტომობილზე შუშის ჩამსხვრევა . შეიძლება ეს ფაქტი არ არის აღსაშფოთებელი მაგრამ აღსაშფოთებელია უკვე ხალხის მღელვარება ხალხნო ფრთხილად ! ფრთხილად ! არავინ იცის რა პროვოკაცია შეიძლება მოაწყოს უკანასკნელი დღეების მთვლელმა სამთავრობო ვითომდა სტრუქტურამ ! ფრთხილად შესაძლოა გადამეტებულია ამაზე საუბარი მაგრამ გავიხსენოთ ლიბია, ეგვიპტე (ხვინჭკის აგორება მთის წვერიდან ზვავს წარმოქმნის და სამწუხაროდ ბოლოს მთლიან ხეობას კეტავს თანაც კარგახნით. ) ღმერთმაც ქნას მშვიდობა ჩვენდა, სრულიად საქართველოს, უფალი გფარავდეთ. ძნელია დაამშვიდო მშობელი რომელსაც შვილი ნაცემი და გაუბედურებული ციხის იმ კოლონაში ეგულება რომელმაც მის თვალწინ ჩაიარა მაგრამ ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება შეინარჩუნოთ სიმშვიდე გავუძლოთ სულ რამოდენიმე უსამართლო დღეც და ყველაფერს საარჩევნო ურნასთან გადავწყვეტთ ჩვენივე ხელით, ავირჩევთ იმ მომავალს რომელსაც საქართველო იმსახურებს ჩვენ, ჩვენი ძმები, შვილები, მამები და დედები. ავირჩევთ იმ მომავალს რომელშიაც ქართველი ძველებურად სტუმართმოყვარე, პატივმოყვარე შეძლებული და წელში გამართული იდგება. სულ რამოდენიმე დღეც გავუძლოთ ქართველნო, უსამართლო სიცოცხლის დღეები მალე უნდა დავასრულოთ. წინ ჯერკიდევ ბევრი სენსაციური ფაქტი გველოდება, სულ მალე ყველაფერი ნათელი გახდება !

1
687
6-ს მოსწონს
ავტორი:ტოპი
ტოპი
687
  
2012, 20 სექტემბერი, 20:32
+++++++++++++++++++++++++++++++++++
0 1 1