x
პოლონეთის პრემიერი: პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა
პოლონეთმა უკრაინას ტანკები გაუგზავნა - განაცხადა პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ 25 აპრილს, დეტალების დაკონკრეტების გარეშე.


უკრაინა დასავლეთს მოუწოდებს მას დაუყოვნებლივ მიაწოდოს მეტი იარაღი, განსაკუთრებით მძიმე შეიარაღება, იმ ფონზე, როცა რუსეთის ძალები განაგრძობენ შეტევას უკრაინის აღმოსავლეთში.


"დიახ" - ასე უპასუხა მორავიეცკიმ კითხვას, პოლონეთმა თუ გაგზავნა, ან თუ გაგზავნის ტანკებს უკრაინაში. მან უარი თქვა დეტალების, მათ შორის გაგზავნილი ტანკების რაოდენობის დაკონკრეტებაზე.


მარტში პოლონეთი აცხადებდა, რომ მზად იყო გერმანიის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე განეთავსებინა მისი ყველა MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავი, რომელთა დანიშნულებას შემდეგ აშშ გადაწყვეტდა - თუმცა ვაშინგტონმა ეს შეთავაზება უარყო.



"ამის საჭიროება არ არსებობს, ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა, ასეთი თხოვნა არ მიგვიღია" - თქვა მორავიეცკიმ, როცა კითხეს კვლავაც თუ განიხილება უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნის შესაძლებლობა.

image

0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ვარამაშვილი
გიორგი ვარამაშვილი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0