x
image
თეონა გორდეზიანი
სიყვარულის ისტორია : "როგორ გავხდი ჩემი საუკეთესო დაქალის ბიცოლა"...
სიმართლე, რომ გითხრათ, ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი, ამბავს, რომელსაც ახლა მოგიყვებით, რომელი გამონათქვამი უფრო შეეფერება: "სამყარო ძალიან პატარაა" თუ "სადაც არის ბედი შენი იქ მიგიყვანს ფეხი შენიო"...ფაქტი კი ის გახლავთ, რომ ამბავი, რომელსაც მოგიყვებით რომელიმე სერიალის სცენარს მოგაგონებთ, ხუმრობით ჩვენს ისტორიას "სანტა ბარბარას" ვეძახით ხოლმე.


მე და მარი კლასელები, ასევე საუკეთესო დაქალები ვიყავით და ვართ. ჩვენს მესამე დაქალთან, დადუსთან ერთად, ვიყავით სულ ერთად. ვსეირნობდით, დავდიოდით ერთად სკოლაში, ხშირად "შატალოზეც", ხან სასეირნოდ, ხან კი ერთმანეთის სახლებში "საჭორაოდ". მთელ დღეებს ერთად ვატარებდით და როცა სახლებში დავბრუნდებოდით ისევ ტელეფონით ვაგრძელებდით კონტაქტს.



იმ დროს ახალი შემოსული და გავრცელებული იყო " ბალის ფართი", 12 საათის შემდეგ უფასო იყო მიმოწერა და ველოდებოდით "ბალის ფართის" დაწყებასაც, რომ საუბარი კიდევ გაგვეგრძელებინა. ზუსტად არ ვიცი რას ვსაუბრობდით და განვიხილავდით ამდენს და თან ასე უსასრულოდ, მაგრამ ფაქტია ჩვენი დაქალობა გრძელდება ...

16 წლისები ვიქნებოდით... მარიმ დამირეკა ატირებული ხმით, მალე ის ჩემთან მოვიდა დადუსთან ერთად და გავიგე ამბავი, რომელიც იმ წუთას ვერც კი წარმომედგინა, რომ ჩემს ცხოვრებასთან იქნებოდა კავშირში... მარის ახალგაზრდა ბიძას, ( დედის ძმა ) 24 წლის გიორგის, ავარია შეემთხვა და თურმე უგონოდ იყო კომაში. მე და დადუ ვამშვიდებდით, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად, რომ მისი გიო ჯერ ისევ ახალგაზრდაა და ყველაფერს გადალახავდა. მაშინ აბა რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემს გიოზე (ჩემს მომავალ მეუღლეზე ) ვსაუბრბდი.


გიო ავარიამდე რამდენჯერმე მყავდა ნანახი: მარის დაბადების დღეზე, მარის მამასთან ერთად შემთხვევით და მესამედაც შემთხვევით, როცა სახლის გზაზე მივდიოდი. 24 წლის იყო და ეს ასაკი მაშინ იმდენად დიდი მეგონა, რომ თქვენობითაც კი მივმართე, ამ შემთხვევითი შეხვედრის დროს.


მოკლედ, ვამშვიდებდით მე და დადუ ჩვენს დაქალს და არც თუ ისე მსუბუქი მდგომარების მერე, არც თუ ისე მსუბუქი რეაბილიტაციის შემდეგ გიო დაბრუნდა... გიო იყო ისევ ჯანმრთელი და ბედნიერი. გადმოცემით ვიცი და ასე მგონია ყველაფერი მახსოვს, გიომ განიცადა დადებითი კუთხით ტრანსფორმაცია...

იყო ძალიან მფლანგველი და გახდა მეოჯახე, იყო სისწრაფის მოყვარული და გამოსწორდა, უყვარდა მოწევა და იმის შემდეგ თამბაქოს სუნსაც კი ვეღარ იტანს.

... რეაბილიტაციის შემდეგ, სოციალური ქსელი იყო ახალი შექმნილი და მარის ბიძა გიო მეც დავიმატე, ვწერდით ხოლე ერთმანეთს დაახლოებით ერთი კვირის ინტერვალით. მომიკითხავდა, მოვიკითხავდი და ჩვენი დიალოგი მარტივი და ყოველდღიური საქმიანობის განხილვით შემოიფარგლებოდა. ვუყურებდი როგორც დიდ ბიჭს, რომელსაც უკვე აღარ ველაპარაკებოდი თქვენობით, მაგრამ მეგობრობა მერიდებოდა... ის ხომ მარის ბიძა იყო...

ერთ დღეს მომწერა, აღდგომის დღესასწაული იყო და აღდგომაც მომილოცა, მე კი რატომღაც არ ვუპასუხე, შემდეგ კი გადამავიწყდა პასუხი რომ უნდა გამეგზავნა. ეს დღე იყო და "ბიძა გიომ" სოციალური ქსელის მეგობრებიდან ამომშალა...


ამ ამბების შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. მარი დაოჯახდა, მეჯვარედ კი მე ამირჩია. მიუხედავად გიოს ქორწილში ყოფნისა, გიო ქორწილში არ მახსოვს.

...მერე დათუნა გაჩნდა, მე მისი ნათლია გავხდი, დათუნა კი ჩემი საყვარელი ნათლული...

....

გავიდა ისევ დრო...დრო კი არა მარტო ჩემთვის, ყველასთვის ძალიან სწრაფად გადის...ამასობაში მე 26 წლის გავხდი... სოციალურ ქსელში ნაცნობი სახელი და გვარით მომივიდა შეტყობინება " როგორ ხარ?"...

მე 26 ის, ის 34-ის... აღარ მეჩვენა დიდი... მას შემდეგ დაიწყო... გრძნობა რომ მარის ახალგაზრდა ბიძა ჰყავდა გაქრა, სხვა გრძნობა გაჩნდა და ფიქრი, რომ მარის ჩვენი ტოლი, კარგი სამეგობრო ბიძა ჰყავდა . ახლად გაჩენილი გრძნობა პირველი წუთიდან არ ჰგავდა მეგობრულს. უფრო შესაფერისი იქნებოდა გაზრდილზე დაწყებული ურთიერთობა არ ჰგავდა მეგობრულს, თორე 16 წლის "მე" ნამდვილად არ ფიქრობდა სხვაგვარად... მერე გაგრძელდა ბედნიერებით და გრძელდება დღესაც, ვიცი გაგრძელდება ასე ბოლომდე... იყო ქორწილი და იმ დღიდან გავხდი ჩემი საუკეთესო დაქალის ბიცოლა...


image


image

ჩემი უსაყვარლესი დაქალის ბიძა გახდა, ჩემი უსაყვარლესი ადამიანი ...

"სანტა ბარბარობა" კი იმაში გამოიხატება, რომ მე ჩემი დაქალისვის, ვარ დაქალიც... კლასელიც, მეჯვარეც და ბიცოლაც ....

მე ჩემი უსაყვარლესი ნათლულისთვის ვარ ნათლია და ბებიაც (პაპის ცოლი )

მე ჩემი მარის დედისთვის ვარ ყოფილი მოსწავლეც (მათემატიკას მასწავლიდა ) და ახლა უკვე რძალიც..

კიდევ იქნება რაიმე უცანურობა და ვერ ვიხსენებ...


ცხოვრეაბა მოულოდნელობებითაა სავსე, მე მიყვარს ჩემი ცხოვრება, ადამიანები ჩემს გარშემო.

ცხოვრება სასწაულებს ახდენს, დანახვა უნდა შევძლოთ...

ვფიქრობ, ის ჩემთვის გადარჩა, რომ წლების შემდეგ ჩემი ცხოვრება გაელამაზებინა და გაეხდა სრულყოფილი...



















0
441
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0