x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"აზრის ყალიბში დიდხანს ნამყოფს, ცოტა ვარჯიში დაგჭირდებათ, რადგან უსუფაშვილს დააჯაბნინეთ თავი" - თეა წულუკიანი მერაბ მეტრეველს
imageსაქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი Facebook-გვერდზე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს, რომელიც გუშინ საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხზე პარტია "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს დავით უსუფაშვილს ეკამათა.


ამ გადაცემამ ცხარე დაპირისპირება გამოიწვია საზოგადოებაშიც, ერთი ნაწილი ჟურნალისტს უჭერს მხარს, ხოლო მეორე ნაწილი დავით უსუფაშვილს. არა ნაკლებია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ორივე დაპირისპირებული მხარის არგუმენტები შეიცავდა ჭეშმარიტების მარცვალს.



გამონაკლის არც კულტურის მონისტრი თეა წულუკიანი აღმოჩნდა, რომელმაც მეტრეველის "ფეისბუქის" გვერდზე შემდეგი კომენტარი დაუწერა:

image


„აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან? და, როგორ თუ გაბედე ჩვენ მიერ ჩამოსხმული ყალიბიდან „ბაშკის“ ამოყოფაო, ჩაგცხეს თავში?! ნწ, ნწ. რა საოცარია, რომ გიკვირთ, ვინაიდან აზრის დაშტამპვას თავადვე ხომ ემსახურეთ ბოლო ათი წელიწადი?!… აქვე დავძენ, რომ ახლა, აზრის ყალიბში დიდხანს ნამყოფს, ცოტა ვარჯიში დაგჭირდებათ, რადგან უსუფაშვილს დააჯაბნინეთ თავი ამ ბევრად უფრო უნარიანმა მოსაუბრემ. არა უშავს, თუ ისევ ყალიბში არ ჩაგაბრუნეს, ისევ ძველი მეტრეველი გახდებით! გილოცავთ”, – წერს თეა წულუკიანი.


კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ჟურნალისტმა ამ კომენტარზე უპასუხა:


„ქალბატონო თეა, რა აზრის დაშტამპვაზე მელაპარაკებით? მე ვემსახურე აზრის დააშტამპვას?! ანუ ვინც გაკრიტიკებთ, ხოლმე ყველა დაშტამპული გგონიათ? ამის იქეთ ვერ მიდიხართ? ამას მეუბნებით თქვენ, რომელიც ლამის ცენზორად ჩამოყალიბდით მაგ თანამდებობაზე? ვინც მაგინებს და ჩემს შორის, ასევე თქვენსა და ჩემს შორის ის განსხვავებაა, რომ ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და არც არაპოპულარული აზრების გამოთქმას მოვრიდებივარ ოდესმე“, – წერს მერაბ მეტრეველი.


1
1596
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1596
  
2022, 22 მარტი, 22:44
თეა წულუკიანი ვინ არი???
0 1 1