x
image
თეონა გორდეზიანი
რას გულისხმობს როსტევანი სიტყვებში: " იყავ წყნარი და ცნობილი"
ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა ის შეგონებები, რომლითაც გა-მეფებისას მოძღვრავს როსტევანი თინათინს.

მათ შორის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი აფორიზმია:

"ხარმცა ბრძანდ მქნელისაქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი."

როსტევანი ამ აფორიზმით ეუბნება თინათის, რომ იყავი ბრძნული საქმეების მკეთებელი და ამავე დროს წყნარი, გონიერი და ჭკვიანი.


ცხადია, ის მეფე ან ორგანიზაცის ხელმძღვანელი მეტ სიყვარულს იმსახურებს, მეტი ავტორიტეტით სარგებლობს ხალხში, ვინც ნაკლებს ლაპარაკობს და საქმეს ჭკვიანურად მეტს აკეთებს. თუ მაღალფარდოვნად ლაპარაკობს რაიმე დიდ საქმეზე და ვერ გააკეთა, სიტყვა კარგავს მნიშვნელობას და ავტორიტეტიც ეცემა. ხოლო თუ უთქმელად, ან ცოტა ლაპარაკით დიდი საქმე გააკეთა, მაშინ ეს უკანასკნელი მნიშვნელობას კი არ კარგავს, არამედ შარავანდედით იმოსება და მისი ჭკვიანობის, ან მაღალგონიერების დამადასტურებელი ხდება.

მაშასადამე, დიდი და ბრძნული საქმის მკეთებელი, რაც მეტად წყნარია, მით უფრო ავტორიტეტული ხდება.

image



0
179
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0