x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ოტია იოსელიანის 14 გენიალური გამონათქვამი
ოტია იოსელიანის 14 გენიალური გამონათქვამი

იხილეთ ოტია იოსელიანის 14 გენიალური გამონათქვამი:


1."თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს? “


2.„ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.“



3.„ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია.“


4. „სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს…“


5.„ღმერთმა ქალი იმიტომ კი არ შექმნა ადამის ნეკნისგან, რომ თიხა და ტალახი ვერ იშოვა ან სხვა მასალა არ ჰქონდა, არა…მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცისთვის სიხარული, ბედნიერება ყოფილიყო. ადამს უნდა ებრძოლა მისთვის, სტკენოდა მისი დაკარგვა…”


6.„შენ რომ სიყვარული შეგეძლოს და მე მართლა ვიყო სიყვარულის ღირსი, არ დამიცდიდი, ადგებოდი და უანგაროდ შემიყვარებდი“


7.’’ სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში. ამბობენ კი არა, მღერიან კიდეც. მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, ისე, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო… ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერეს!’’


8.“ღმერთის მწამს და მეშინია, რადგან ვიცი, რომ მას ვერავინ მოატყუებს და რომ მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.”


9.“ჭეშმარიტი რწმენის გარეშე ადამიანი არარაობაა, ცოდნის შეუძენლად კაცი არ ვარგობს და განათლების უპირველესი წყარო წიგნია. წიგნის სიყვარული, ტრადიციების ერთგულება და ეროვნული საუნჯის გაფრთხილება – ესაა ჭეშმარიტი ქართველობა”


10.“სიცოხლე მაინც სიცოცხლეა, იგი ერთხელ ეძლევა ადამიანს, სიკვდილი კი ხელში გიჭირავს, არსად წაგივა იცი.”


11.„თუ შენი დაკარგვა ჩემთვის დიდი უბედურება არააა, არც შენი ჩემად ყოფნა ყოფილა ბედნიერება.“

12.„ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს.“


13.„ღმერთი სიმართლეა და არ უნდა რწმენას ღრუბლებზე ძებნა, შენს საკუთარ სიწმინდესა და სიკეთეში ეძიე.“


14.„არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო, ის მართლა ტირის….“

0
856
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
856
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0