x
image
ალექსანდრე ლექსო
რატომ უნდა გვეძინოს სიბნელეში?

მეცნიერები განმარტავენ, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი სრულ სიბნელეში ძილი საძინებელში ძალიან დაბალი განათებაც კი უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ნივთიერებათა ცვლაზე.ამის შესახებ გვაფრთხილებენ ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარები, რომელთა სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში PNAS.
image
მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 20 ჯანმრთელი ახალგაზრდა მონაწილეობდა. ისინი დაყვეს ორ ჯგუფად. ერთმა ჯგუფმა პირველი ღამე სიბნელეში გაატარა (ოთახის განათება არ აღემატებოდა 3 ლუქსს), მეორე კი ზომიერ განათებაში 100 ლუქსი. ლუქსი არის განათების საზომი ერთეული SI ერთეულების საერთაშორისო სისტემაში. მეორე ჯგუფს ორივე ღამე სიბნელეში ეძინა. როდესაც მკვლევარებმა ორივე ჯგუფის მონაწილეთა კარდიომეტაბოლური ჯანმრთელობის ქულები შეადარეს, აღმოჩნდა, რომ არც თუ ისე ნათელ შუქზე გატარებულმა მხოლოდ ერთმა ღამემ უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ მაჩვენებლებზე.

ამრიგად, პირველი ჯგუფის მონაწილეებში, შუქზე ძილის შემდეგ მეორე დილით, ქსოვილების მგრძნობელობა ჰორმონ ინსულინის მიმართ შემცირდა მეორე ჯგუფთან შედარებით, რაც იწვევს სიმსუქნეს, მეტაბოლურ სინდრომს და მეორე ტიპის დიაბეტს. გარდა ამისა, შუქზე ძილმა გამოიწვია გულისცემის გახშირება და გულისცემის ცვალებადობის შემცირება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა მუშაობს ზღვრზე, რაც იწვევს გულის დაავადების გაზრდილ რისკს.

ზოგადად, მეცნიერთა აზრით, მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ საძინებლის სუსტი განათებაც კი იწვევს სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემის მუსაობის დისბალანსს. ღამით უნდა შემცირდეს სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობა, რომელიც ახორციელებს სხეულის მობილიზებას სიფხიზლის მდგომარეობაში, ხოლო პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობა, რომელიც არეგულირებს სხეულს ძილის დროს პირიქით, უნდა გაძლიერდეს. თუმცა, სინათლე აიძულებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას იმუშაოს, რის გამოც სხეული ძილის დროს არ ისვენებს და მისი ფიზიოლოგიური ფუნქციები ცვდება, განმარტავენ მეცნიერები.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღამე ბნელ ოთახში გეძინოთ. შეეცადეთ გამორთოთ ოთახის ყველა განათება და თუ ღამის განათება გჭირდებათ, გამოიყენეთ მბჟუტავი ნათურა, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნება იატაკთან. ასევე მნიშვნელოვანია განათების ფერი - ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი შუქი ნაკლებად მოქმედებს ტვინზე, ვიდრე ლურჯი ან თეთრი შუქი. გარდა ამისა, ძილის წინ უნდა ჩამოწიოთ ჟალუზები და მჭიდროდ დახუროთ ფარდები, რათა ქუჩის განათება არ შემოვიდეს, გვირჩევენ მეცნიერები.
0
188
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0