x
მეტი
  • 01.06.2024
  • სტატია:135029
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509392
Resident Evil: Apocalypse - ბოროტების სავანე: აპოკალიფსი
საინტერესო ფაქტები
image????ნემესისის კოსტიუმი იწონიდა 27 კილოს და კასკადიორი, რომელიც მას ატარებდა 15 წუთზე მეტს ვერ ძლებდა მასში გაუსაძლისი სიცხის გამო.

????მილა იოვოვიჩი იმედგაცრუებული იყო ამ ფილმით, რადგან ის მეტ მძაფრ-სიუჟეტიან სცენებს მოელოდა, ისევე როგორც სტუდიის ბოსები და სცენარიც სრულყოფილად არ იყო ჩამოყალიბებული.

????ამ ფილმისთვის რომ მომზადებულიყო, მსახიობმა სიენა გუილორიმ (ჯილ ვალენტაინი) იყიდი Playstation 1 კონსოლი და Resident Evil-ის თამაშები რათა უკეთ გაცნობოდა მის სამყაროს და ასევე თავის პერსონაჟს. მან ასევე გადმოირო თავისი პერსონაჟის მოძრაობის მანერები, სიარულის მანერა და ყველაფერი რაც ახასიათებდა თავის პერსონაჟს.

????მსახიობ ოდედ ფერს (კარლოს ოლივერა) პატარა სირთულეები შეხვდა თავისი პერსონაჟის განსახიერების მხრივ, თუმცა ძალიან კარგად ართმევდა თავს იარაღების ხმარებას. ის თავის დროზე მსახურობდა ისრაელის შეიარაღებულ ძალებში.

????ამჯერად ზომბი ძაღლები, რომლებსაც რეალურად ხორცის ნაჭრები ჰქონდა მიწებებული სხეულებზე და ცოტაოდენი გრიმი დამატებული ისე რომ ზომბებად ყოფილიყვნენ წარმოდგენილი, უკვე გაწვრთნეს ისე რომ სხეულზე მიწებებული ხორცები არ ეჭამათ. ფილმის პირველ ნაწილში კი ეს სულ პრობლემა იყო.

????პოლ ანდერსონის განცხადებით, პერსონაჟი L.J. უნდა განესახიერებინა რეპერ სნუპ დოგს, მაგრამ ბოლოს სნუპ დოგმა გადაიფიქრა და პროექტიც დატოვა.

????ამ სერიაში გაერთიანებულია Resident Evil-ის თამაშების მეორე და მესამე ნაწილების სიუჟეტის ელემენტები.

????მილა იოვოვიჩი 3 თვე ვარჯიშობდა ამ ფილმისთვის.

????ამ სერიის სრული სახელწოდება თავდაპირველად იყო „ბოროტების სავანე: ნემეზისი“, თამაშის მესამე ნაწილის მიხედვით, თუმცა სახელწოდება მას მერე შეცვალეს რაც ფილმი “Star Trek: Nemesis (2002)” გამოვიდა ეკრანებზე და დიდი ჩავარდნა ჰქონდა.

????რეჟისორმა პო ანდერსონმა უარი განაცხადა ამ სერიის გადაღებაზე, რადგან მუშაობდა ფილმზე „AVP - უცხო მტაცებლის წინააღმდეგ (2004)“.

????ფილმში ექიმი ეშფორდი არის კეთილი პერსონაჟი, ხოლო თამაშში კი ეშფორდების ოჯახი ბოროტმოქმედები არიან.

????ფილმის ბოლოსკენ როდესაც მილა იოვოვიჩი მაღალი შენობის სახურავიდან ტროსით ქვევით ეშვება შენობის ფასადზე სირბილით, სინამდვილეში ეს მისი დუბლიორია. მილა იოვივიჩი მხოლოდ ბოლო რამდენიმე მეტრი დაეშვა სირბილით შენობის ფასადზე.

????სიენა გუილორი, ჯილ ვალენტიანის როლზე აიყვანეს მას შემდეგ რაც მისმა შესრულებამ მოწონება დაიმსახურა ფილმ Helen of Troy-ში.

????სიტყვა „ბიოჰაზარდი“ არაერთხელ ფიგურირებს ფილმში. ამ დასახელებით არის თამაში „ბოროტების სავანე“ ცნობილი იაპონიაში.

????დაახლოებით 8 წუთზე, გაზეთზე შეგვიძლია წავიკითხოთ „მიცვალებულები დადიან!“ ეს იყო გაკეთებული ჯორჯ რომეროს ფილმის Day of the Dead-ის საპატივსაცემოდ, სადაც გაზეთს ვხვდებით იგივე წარწერით.

????ფილმის ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო ქლერ რედფილდი, რომლის როლიც ჯინა ფილიპს უნდა შეესრულებინა, მაგრამ პროექტს გამოეთიშა როდესაც ფილმზე მუშაობა დაიწყეს და მსახიობი შეიცვალა ემილი ბერგლით, მაგრამ საქმიანი გრაფიკიდან გამომდინარე ვერც მან შეითავსა როლი და მასაც მოუწია პროექტის დატოვება. მოხდა ისე, რომ დროზე ვერ მოიძებნა როლზე შესაფერისი მსახიობი და პერსონაჟი ამიტომაც მეორე სერიიდან საერთოდ ამოიღეს და მხოლოდ მესამე ნაწილში ჩნდება ფილმში ალი ლარტერის მონაწილეობით.

????მიუხედავად იმისა, რომ ფილმში არ იყო ნახსენები, ჯილ ვალენტაინის ბინაში კედელზე მიკრული გაზების ამონარიდებზე ვკითხულობთ წარწერას „STARS-ის ოპერ-მუშაკები ჯილ ვალენტაინი და დანარჩენები დროებით ჩამოშორებულნი არიან თავიანთ საქმიანობას არკლეის მთებში მისიის შემდეგ“. ეს მინიშნებაა იმ მოვლენებზე რაც მოხდა თამაშის პირველ ნაწილში სადაც მოქმედება ვითარდება დიდ უზარმაზარ სახლში. სწორედ იქ მოუწია ჯილს და მის ჯგუფს ზომბებთან შეტაკება და ამიტომაცაა რომ ფილმში ჯილმა უკვე იცის როგორ გაუმკლავდეს ზომბებს, როდესაც თავის განყოფილებაში შედის და რამდენიმე ზომბს თავში სროლით კლავს.

????მილა იოვოვიჩმა ხელები დაიზიანა იმ სცენის გადაღების დროს როდესაც მას ნემეზისი მოსდევდა და მოუწია დიდ ღობეზე გადახტომა.

????ჯილ ვალენტაინის როლს სთავაზობდნენ ნატაშა ჰენსტრიჯს, მაგრამ უარის თქმა მოუწია რადგან სხვა პროექტით იყო დაკავებული. ასევე ფილმის პირველ ნაწილში სცენარის სხვა ვერსიებში ჯილ ვალენტაინის როლზე ნატაშა ჰენსტრიჯი იყო გათვალისწინებული და მაშინაც თავისუფალი დროის არ ქონის და ასევე ბევრი სიშიშვლის ჩვენების გამო მას უარის თქმა მოუწია.

????თავდაპირველი გეგმა ჯილ ვალენტაინის პერსონაჟთან დაკავშირებით იყო ასეთი, ის უნდა შეხვედროდა ელისს (მილა იოვოვიჩს) პირველის სერიის დასაწყისში და შემდეგ იწყებოდა სიუჟეტის განვითარება, მაგრამ პირველი სერიის რეჟისორმა პოლ ანდერსონმა ეს იდეა არ მოიწონა რადგან მას სურდა რომ ორი სხვადასხვა ისტორია ეჩვენებინა ჯერ პერსონაჟების და მერე მომხდარიყო მათი შეხვედრა ფილმში.

????„ბოროტების სავანე“-ს სერიების სცენარისტი და რეჟისორი პოლ ანდერსონი უკმაყოფილო იყო მეორე სერიის რეჟისორით ალექსანდერ უიტით.

????მსახიობი სიენა გუილორი რეალურად ქერათმიანია, ხოლო ფილმისთვის მოუწია თმების შეღებვა შავად თავის პერსონაჟს რომ დამსგავსებოდა.

????ფილმის რეჟისორი ჩანს ერთ-ერთ სცენაში ფილმი ბოლოს სნაიპერის როლში, როდესაც ცდილობს კარლოსის ლიკვიდირებას, მაგრამ ელისი (მილა იოვოვიჩი) მას ანეიტრალებს.

????ერთ-ერთი ბოლო სცენა როდესაც რაკეტა ქალაქს გადაუფრენს არის პირდაპირი მინიშნება თამაშის მესამე ნაწილზე, რადგან თამაშის დასასრულს ანალოგიური კადრია ნაჩვენები.

????მიუხედავად იმისა რომ ფილმში არ გაჟღერებულა და არც ხსენებულა, ელისის სახელი და გვარი არის ელის აბერნათი ოღონდ ეს სახელი არის მიცემული Umbrella Corporation-ის მიერ როგორც აგენტის კოდური სახელი და არა როგორ პერსონაჟის ნამდვილი სახელი. ამიტომაცაა, რომ Umbrella-ში მომუშავე პერსონალი მას „პროექტი ელისი“-თ მოიხსენიებენ, ხოლო პერსონაჟის სრული სახელი და გვარი არის ჯანის პროპსერო. როდესაც ის გაუჩინარდა ოჯახის წევრებმა მისი ძებნა დაიწყეს, მაგრამ ეს მოვლენები ფილმში არ ასახულა და მხოლოდ ფილმის ბოლო სერიაში ირკვევა, რომ ელისი არის Umbrella-ს თანამფლობელის ალისია მარკუსის კლონი.

????ფილმში ასევე არ არის განმარტებული, მაგრამ წითელი დედოფლის ჰოლოგრაფიული მოდელი შექმნილია ექიმი ეშფორდის ქალიშვილის ანჯელა ეშფორდის მიხედვით. ექიმი ეშფორდის მიერ არის შექმნილი ტ-ვირუსი. ამ სერიაში ანჯელას უნდა აეხსნა როგორ შექმნა მამამისმა წითელი დედოფალი, მაგრამ ეს სცენა სცენარიდან ამოიღეს რადგან მოითხოვდა ბევრი „ფლეშბექის (სცენები წარსულიდან) გადაღებას. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ მაყურებელი თვითონ მიხვდებაო და ამით საქმე გაიმარტივეს. თუმცა როგორც ფილმის ბოლო სერიაში ირკვევა წითელი დედოფალი შექმნილი ყოფილა Umbrella-ს თანამფლობლის ალისია მარკუსის მიხედვით.

????ერიკ მებიუსი (მეთი) უნდა დაბრუნებოდა თავის როლს და ამ სერიაში ნაჩვენები უნდა ყოფილიყო თუ როგორ განიცდის ის მუტაციას და როგორ იქცევა ნემეზისად, მაგრამ ამ სცენაზე უარი თქვეს, ხოლო ეპიზოდური როლი კი სხვა მსახიობმა შეასრულა.

????ფილმის ბიუჯეტი: ????45 მილიონი - ????129.3 მილიონი.




ავტორი: ბესო ჭიკაიძე




შეგიძლიათ ნახოთ
0
0
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0