x
მეტი
  • 12.06.2024
  • სტატია:135268
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509565
Lionheart - ლომის გული
საინტერესო ფაქტები
image☯️ ფილმს აქვს 5 სახელწოდება. „ლომის გული“, „სრული კონტაქტი“, „დეზერტირი“, „არასწორი კუში“ და „ლეონი“. ასე მოხდა იმიტომ, რომ ფილმის შემქმნელებს მარკეტინგული გათვლა ჰქონდათ იმ ქვეყნების მიხედვით თუ რომელ ქვეყანაში აპირებდნენ ფილმის გაყიდვას და ფილმის სახელწოდებებიც ისე შეარჩიეს, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში მოთხოვნადი და მომგებიანი ყოფილიყო ფილმის გაყიდვა. მაგ: გერმანიაში ფილმი გამოვიდა სახელწოდებით „ლეონი“, ავსტრალიაში „არასწორი კუში“, საფრანგეთში „სრული კონტაქტი“, ხოლო სხვა დანარჩენ ქვეყნებში კი „დეზერტირი“.

☯️ ოლივიერ გრუნერი, 90-ანი წლების მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმების ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა იმ პერიოდში, დახმარება აღმოუჩინა გადამღებ ჯგუფს. მან უზრუნველყო კვლევების მიწოდება საფრანგეთის უცხოური ლეგიონის შესახებ.

☯️ როდესაც ფილმზე მუშაობა უნდა დაწყებულიყო, ვანდამს თვიდან არ სურდა მონაწილეობის მიღება ამ ფილმში, რადგან ფიქრობდა, რომ დამწყები რეჟისორის (შელდონ ლეტიჩი) ფილმში მონაწილეობა წამგებიანი იქნებოდა და ფილმი არ გაამართლებდა. თუმცა როდესაც მან ნახა რეჟისორის მოკლე-მეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით „სროლები“, ვანდამმა ფილმი მაშინვე აჩვენა პროდიუსერებს და ამის შედეგად სტუდიამ რეჟისორად მაშინვე შელდონ ლეტიჩი დანიშნა.

☯️ ვანდამს იმ დროს სურვილი ჰქონდა რომ ცოტა განსხვავებული პერსონაჟი განესახიერებინა, რომელიც მხოლოდ ფეხების და ხელების ქნევით არ იქნებოდა დაკავებული. რეჟისორთან საუბრის შემდეგ, მან შეძლო მისი დარწმუნება, რომ კარატის ილეთების გარდა შეეძლო ასევე დრამატული როლის მორგებაც.

☯️ აფრიკის უდაბნო, სადაც ფრანგული ლეგიონია განლაგებული ფილმში, რეალურად გადაღებები მიმდინარეობდა ლას ვეგასიდან ნახევარი საათის მოშორებით.

☯️ ფერადკანიანი როლის შემსრულებელი მსახიობი ჰარისონ პეიჯი, რომელიც არის ვანდამის ორთაბრძოლების მენეჯერი და ორგანიზატორი, ტიპაჟი თავის პერსონაჟის აიღო მამამისისგან, ქცევები, მანერები, ლაპარაკი და ასევე თავისი საფირმო ოქროს კბილი, რომელიც მამამისის საპატივსაცემოდ გაიკეთა ფილმში.

☯️ ფილმის რეჟისორი შელდონ ლეტიჩი, ჰარისონ პეიჯს ხუმრობით ეძახდა „მოტორიან/ძრავიან პირს“, მისი გალექსილი ლაპარაკის გამო.

☯️ საავადმყოფო, სადაც რამდენიმე სცენაა გადაღებული ჰარისონ პეიჯი რაღაც პერიოდის მანძილზე მედ-ძმად მუშაობდა და მისი დამსახურებით მოხდა მოლაპარაკება ფილმის სცენების გადაღებების.

☯️ გადაღებების მსვლელობის დროს ვანდამმა არაერთი ჩასწორება შეიტანა და სცენარში არაერთი ცვლილებებიც განახორციელა. მაგ: შოტლანდიელი მებრძოლი, რომელიც კილტში გამოწყობილი ჩხუბობს; მთავარი მოწინააღმდეგე ფილმის ბოლოს, რომელსაც ხელში თეთრი კატა უკავია.

☯️ ფილმში ეპიზოდურ როლებში ჩანან 90-ანი წლების მძაფრ-სიუჟეტიანი ჟანრის ისეთი გამოჩენილი მსახიობები, როგორებიც არიან ბილი ბლენკსი და ჯეფ სპიკმანი.

☯️ „ლომის გული“ არის ეშლი ჯონსონის (ვანდამის ძმიშვილი ფილმში) სადებიუტო ფილმი.

☯️ ერთ-ერთ ინტერვიუში ეშლი ჯონსონი იხსენებდა თუ როგორი თბილი და მზრუნველი იყო ვანდამი მისდამი და ზოგადად სხვა მსახიობებისადმი.

☯️ ეშლი ჯონსონი ფილმში სრულიად შემთხვევით მოხდა. მშობლებთან ერთად, ის სტუმრად იყო თვის მეგობრებთან ერთად. იმ ოჯახის შვილები კი მსახიობები იყვნენ. როდესაც ისნი ფილმის ქასთინგზე მიდიოდნენ, ეშლი მათ ისე უბრალოდ გაჰყვა და როდესაც ქასთინგ მენეჯერებმა ის შემაჩნიეს, ჰკითხეს სურვილი ხომ არ ჰქონდა რამე ტექსტი წაეკითხა სცენარიდამ, რაზეც ეშლის უპრობლემო თანხმობა მიიღეს. მოხდა, ისე რომ მისი წაკითხული ისე მოეწონათ, რომ როლი მაშინვე მისცეს.

☯️ როდესაც ეშლი ჯონსონი გაიზარდა ითამაშა ისეთ ფილმში როგორიცაა „რა სურთ ქალებს“ მელ გიბსონთან ერთად და ვიდეო-თამაშ „The Last of Us”-ში, სადაც ასრულებს ელი-ს როლს.

☯️ როდესაც გამოვიდა ვანდამის ფილმი „ჟკვდ“, ეშლი ჯონსონმა სოციალურ ქსელში გააზიარა თვისი მოსაზრება, რომ აღფრთოვანებული იყო ვანდამის თამაშით და აღიარა, რომ ბავშვობიდანვე ვანდამი არის მისი საყვარელი მსახიობი და თან დაამატა, რომ ამას არ ამბობს სარკაზმულად.

☯️ როდესაც ფილმი გამოვიდა, შემოსავალი იმაზე მეტი იყო ვიდრე ვარაუდობდნენ და მაშინვე მოისურვეს მეორე ნაწილის გადაღება, თუმცა ვანდამს სხვა გეგმები ჰქონდა და არ სურდა იგივე ფილმით გაეგრძელებინა კარიერა. ამჯობინა უფრო მაღალ-ბიუჯეტიან კინოსურათში მონაწილეობა და განვითარება, რაც ასეც მოხდა და მორიგი შეთავაზებული ფილმები მისთვის უფრო მაღალი ბიუჯეტით გამოირჩეოდნენ.

☯️ როდესაც ვანდამის კარიერა იძირებოდა და მისი პოპულარობაც ეცემოდა და აღარ იყო მოთხოვნადი, შემდეგ შეეცადა თავის ძველ ფილმებს დაბრუნებოდა გაგრძელებებით ან რიმეიქებით. 2014 წელს პირველი ფილმი რომლის გაგრძელებას გეგმავდნენ და სცენარიც იწერებოდა იყო „ლომის გული 2“, თუმცა სამწუხაროდ მოლაპარაკებები ჩაიშალა და ეგრეც ვერ შედგა ფილმის მეორე ნაწილი. ჩაშლის მიზეზი კი იყო ის, რომ მეორე ნაწილის გადაღება შესთავაზეს რეჟისორ ალბერტ პიუინს, რომელმაც მოითხოვა გადასაღებ მოედანზე სრული თავისუფლება, ისე რომ სტუდია არ ჩარეულიყო საერთოდ გადაღებების პროცესში, რაზეც უარი მიიღო, ხოლო სხვა მსურველი რეჟისორის სტუდიის მოთხოვნებზე არ წამოვიდა და ამის გამო ფილმის მეორე ნაწილზე მუშაობა შეწყდა.

☯️ ფილმის ბიუჯეტი: ???? 6 მილიონი - ???? 24.3 მილიონი.



ავტორი: ბესო ჭიკაიძე




შეგიძლიათ ნახოთ
0
1
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0