x
მეტი
  • 28.05.2024
  • სტატია:134918
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509318
რატომ არ აწვდის ისრაელი ლეტალურ იარაღს უკრაინას და რატომ კარგავს უზარმაზარ შემოსავალს იარაღის არ მიყიდვით უკრაინისათვის

image
როცა ლამის ნახევარი მსოფლიო ეხმარება უკრაინას რუს აგრესორებთან ბრძოლაში, ჩნდება კითხვა რატომ არ აწვდის ისრაელი დამრტყმელ დრონებს ან ნებისმიერი სახის ლეტალურ იარაღს უკრაინას, თუნდამ მას შემდეგ რაც რუსეთის არმიამ ჩაიდინა საშინელი მოქმედება დაბომბა ებრაელების სასაფლაო.
უკრაინას გააჩნია ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ ისრაელისაგან შეიძინოს უკრაინისათვის აქტუალური მიმართულების შეიარაღება, მაშ რატომ არ აძლევს უკრაინას ისრაელი შეიარაღებას? უკრაინის ბაზრის ათვისებით ხომ მილიარდობით დოლარს თუ არა ასეულობით მილიონ დოლარს მაინც მიიღბდა გაყიდულიიარაღების სანაცვლოდ?
მით უმეტეს ყველამ იცის, რომ ისრაელი თანამოძმეებს არსად ტოვებს თანადგომის გარეშე, უკრაინაში კი დღსაც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ებრაელები, განსაკუთღებით ხარკოვში და ხარკოვის ოლქში.
პასუხი ერთია-ისრაელი იარაღის უკრაინისათვის მიუწოდებლობით აბალანსებს რუსეთის მიერ ისრაელის დაუძინებელი მტრის ისლამური ირანისათვის იარაღის მიუწოდებლობას.
თუ კი ისრაელი მიაწვდის შეიარაღებას უკრაინას, გაგულისებული რუსეთი საპასუხოდ აუცილებლად მიაწვდის შეიარაღებას ირანს განსაკუთღებით ეს იქნება შორი რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარაკეტო კომპლექსები რასთან შეხებასაც საბრძოლო ვითარებაში ასე თუ ისე ერიდებიან ებრაელი პილოტები.
გახსოვთ ალბათ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი როცა ისრაელმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე შწყვიტა ჩვენთან თანამშრომლობა და არ მოგვაწოდა ჯაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ებრაული სისტემა "სპაიდერისათვის" არა თუ მოდერნიზებული, არამედ სტანდარტული რაკეტებიც კი.
ისრაელმა რუსეთთან მაშინ სარფიანად ივაჭრა, საქართველოსათვის იარაღის მიუწოდებლობის სანაცვლოდ მიიღო მყარი გარანტია, რომ რუსეთი კონტრაქტის მიუხედავად ირანს არ მიაწვდიდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარაკეტო კომპლექსებს С300.
ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა კი აიღო და თაღლითობის მუხლით დააკავებინა შსს-ს მინისტრს ორი ებრაელი ბიზნესმენი რომელიც კურირებდა ისრაელიდან საქართველოში იარაღის შემოტანას.
ებრაელებმა გვიჩივლეს და სასამართლომ იმდენად დიდი თანხა დაგვაკისრა, რომ ქართული მხარე იძულებული გახდა გადასახდელი ჯარიმის ნაცვლად ისრაელისთვის მისგან ნაყიდი დრონები დაებრუნებინა.

0
595
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
595