x
image
პერსეპოლისი
"მარველის" სუპერგმირები უკრაინის დასახმარებლად

image

"მარველის" სუპერგმირები რაიან რეინოლდსი, მარკ რუფალო და ჯენიფერ გარნერი ორშაბათს ღამით ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით წითელ ხალიჩაზე გამოჩდნენ. ნაცვლად იმისა, რომ ყურადღების ცენტრში ნეტფლიქსის სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი "ადამის პროექტი" და მისი მსახიობები ყოფილიყვნენ, დიდი დრო დაეთმო რეალურ გმირებზე საუბარს, რომლებიც ეხმარებოდნენ უკრაინელ ლტოლვილებს ქვეყნიდან გაქცევაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ.


რასაც ჩვენ ვხედავთ, არის კეთილგანწყობის წარმოუდგენელი გამომჟღავნება უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიის მიმართ იმ დროს, როდესაც დემოკრატიას მთელ მსოფლიოში თავს დაესხა პუტინი და მის გარემოცვა“ - განაცხადა რუფალომ.



”ეს არის უდიდესი გამოხატულება იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორც ადამიანები და როგორ გავერთიანდით. უკრაინელი ხალხი კი წარმოუდგენელია. ისინი გმირები არიან. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გმირია. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანები ერთიანდებიან, რათა იბრძოლონ რაღაც სიმართლისთვის. მე ვლოცულობ, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ იმაში, რის გაკეთებასაც ცდილობენ“.


შაბათს, რეინოლდსმა განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე ბლეიკ ლაივლი 1 მილიონ დოლარამდე შემოწირულობებს გაიღებდნენუკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მეშვეობით.



„ჩვენ უბრალოდ ვიგრძენით, რომ წარმოუდგენლად გაგვიმართლა, რომ შეგვეძლო დახმარება. ძნელია არ გამოვხატოთ უზარმაზარი თანაგრძნობა იმ ხალხის მიმართ, როცა დიდ და პატარა ოჯახებს ეუბნებიან, რომ უნდა დატოვონ თავიანთი სახლები, სადაც მთელი ცხოვრება ცხოვრობდნენ. წუთების საკითხია. უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, როგორი გრძნობა ექნება მშობელს“ - განუცხადა რეინოლდსმა Variety-ს.



მსახიობი ჯენიფერ გარნერი ასევე უგზავნის მარაგებს უკრაინულ ოჯახებს საქველმოქმედო ორგანიზაცია Save the Children-ის მეშვეობით.


„ჩემი გული უკრაინელ ხალხს ეკუთვნის. მე განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებზე ვფიქრობ“ - განუცხადა გარნერმა Variety-ს. „ჩვენ ვმუშაობთ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან და წითელ ჯვართან, რათა დავრწმუნდეთ, რომ სანამ ისინი აშენებენ თავშესაფრებს და ლტოლვილთა ბანაკებს, ბავშვებზე, ჩვილებსა და დედებზე ზრუნავენ, იქნება ეს ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა, საფენები, საბავშვო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წინდები, ჩვილის ფორმულა, ბავშვის საკვები, სათამაშოები, წიგნები, ტედი დათუნიები, საბნები, ნივთები, რომლებიც შესაძლოა არ წაეღოთ სახლების დატოვებისას და გაქცევისას. ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ განათლება მათთვის, სანამ ისინი გაერკვევიან, სად იქნებიან და რა იქნება შემდეგში. მე ვამაყობ ამ საქმით და ბედნიერი ვარ, რომ მხარს ვუჭერ მას”.


„ადამის პროექტი“ შესაძლოა მსოფლიოსთვის მღელვარე პერიოდში შედგეს, მაგრამ რეჟისორი შონ ლევი იმედოვნებს, რომ ფილმი მაყურებლისთვის გაქცევის ხელოვნებად გამოდგება.

ასევე დაგაინტერესებთ: ისევ და ისევ სიმფსონების წინასწარმეტყველება

image

0
114
შეფასება არ არის
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0