x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508612
კემეროვოს ოლქის "როსგვარდიის" სწრაფი რეაგირების სპეციალური დანაყოფის მეთაური უკრაინაშია ლიკვიდირებული

image მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრის გენშტაბი, რომელიც მართავს და კოორდინაციას უწევს ნებისმიერ ძალოვან უწყებას უკრაინასთან მიმდინარე საომარ მოქმედებებში მუდმივად აცხადებს, რომ დანაკარგები თითქმის არა აქვს ფაქტები სხვაზე მეტყველებს.
რუსეთი განიცდის კატასტროფულ დანაკარგებც ცაში და ხმელეთზე, ასზე მეტი აფეთქებული ტანკი, ასეულობით ჯავშანმანქანა და დაჯავშნული მანქანები, ლოჯისტიკის და საინჟინრო დანიშნულების ტექნიკააა განადგურებული.
არც ცოცხალი ძალის მხრივ განიცდის ნაკლებ დანაკარგებს აგრესორი, როცა ბრიგადის მეთაურები იღუპებიან ბრძოლის ველზე, წარმოიდგინეთ წინა ხაზზე რა ჯოჯოხეთს უწყობენ უკრაინელები აგრესორებს.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში"-ასეთი წარწერის მქონე უზარმაზარი აბრათი დახვდნენ ჩემი მშობლიური ქალაქის-ხარკოვის დამცველები აგრესორს.
თურქული წარმოების დამრტყმელი დრონები რომლებსაც მუდმივად უცვლიან დისლოკაციის ადგილს, ღამით წარმატებით "ნადირობენ" რუსულ სამხედრო კოლონებზე, სწორედ "ბაირახტარის" დარტყმის შედეგად განადგურდა კოლონა რომელსაც საწვავი და საბრძოლო მასალა უნდა მიეწოებინა ხარკოვთან მებრძოლი რუსი აგრესორებისათვის.
ომში საბრძოლო მარაგი მძიმე ტექნიკას მალე ელევა და მარაგის შევსების გარეშე ის უბრალოდ რკინის ყუთია, რომელსაც ამერიკული "ჯაველინები", უკრაინული "სკიფები" და შვედური ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის მართვადი რაკეტები (აღნიშნული კომპლექსები უკრაინას ბრიტანეთმა მიაწოდა და ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, რომელიც საჯაროცაა და არანაირ საიდუმლოს არა წარმოადგენს).
უკრაინაში დაღუპულ მაღალჩინოსნებს ამჟამად კემეროვოს ოლქის "როსგვარდიის" (ყოფილი შინაგანი ჯარი) სწრადი რეაგირების სპეციალური დანაყოფების მეთაური, ჩეჩნეთ-რუსეთის ომების მონაწილე კონსტანტინ ოგი შეეწირა, 40-ზე მეტ თავის მებრძოლთან ერთად.
სხვათაშორის სწორედ ციმბირელებზე მოდის დანაკარგების დიდი წილი, არც ტამანის წითელდროშოვან დივიზიას ადგას კარგი დღე, მათაც სერიოზული ზარალი განიცადეს.
ამიტომ ვამბობდი და ვამბობ, საქართველოშიც უნდა მოეწყოს ტერიტორიული სამხედრო შენაერთების დაკომპლექტება, თავისი ლოჯისტიკით. საბრძოლო დანაყოფებს აღმა-დაღმა არ უნდა უწევდეს გადაადგილება, როგორც ეს ხდებოდა 2008 წელს.
სვანეთის მცხოვრებმა მშვენივრად იცის, სად ჩაუსაფრდეს მტერს, სად შაფაროს თავი, ისევე როგორც ვთქვათ კახელმა იცის კახეთში თუ სად შეიძლება გნსაკუთრებით დიდი დანაკარგი მიაყენოს მომხდურს.
გამარჯვება და დიდება უკრაინას, ერთიანობა ქართველ ერს.

0
881
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
881