x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134745
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509087
კიევის აღებით დასრულდება თუ არა ომი უკრაინაში?

image უამრავი ადამიანი სოციალურ ქსელში პანიკაშია, კიევი დაეცემა და მორჩა, უკრაინა დამარცხებულიაო.
სწორედ ამ ადამიანების გასაგონად მინდა დავწერო ეს სტატია, დდაალაქის დროებით დაკარგვა არ ნიშნავს ომის წაგებას, მიუხედავად იმისა, რომ კიევი მადლობა ღმერთს და იქ მყოფ მის დამცველებს ჯერ კიდევ უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
წუხელ ღამით კიევის დაბომბვა დაიწყო რუსული ავიაციის იმ ნაწილმა რომელსაც ღამის რეჟიმში მოქმედებისათვის საჭირო მოდერნიზება გააჩნია, შესაბამისად ამოქმედდა კიევში და მის გარეუბნებში განთავსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები, ოფიციალური ინფორმაციით ჩამოგდებულია 2 დრონი და ერთი საფრონტო ბომბდამშენი.
კიევი თითქმის 4 მილიონიანი ქალაქია, აქედან ნახევარიც რომ იყოს გასული უზარმაზარი ქალაქის აღება ერთია და მეორეა მისი კონტროლი და გაწმენდა.
მჭიდრო ურბანიზაციით დაგეგმარებული ქალაქი ტანკების სასაფლაოა, ტანკის ლულას აქვს შეზღუდვა ლულის აწევის მხრივ როცა თუნდაც ყუმბარმტყორცნით შეიარაღებულ მებრძოლს შეუძლია გამოვიდეს სადარბაზოდან და ასანთის კოლოფივით ააბრიალოს.
მეორეს მხრივ კიევში დარიგებულია კოლოსალური რაოდენობის შეიარაღება რაც რუსი მებრძოლებისათვის ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებული სიკვდილია.
უაზროდ არ უთქვამს უკრაინელ დეპუტატს-"აგრესორებს" აქ ჯოჯოხეთს მოვუწყობთო.
დიახ აგრესორების ქვეშ უნდა იწვოდეს მიწა, მჯერა და მწამს უკრაინელები იბრძოლებენ საკუთარი მიწის თითოეული გოჯისათვის.
კიევის მოსულობის ქალაქის ასაღებად და გასაკონტროლებლად მინიმუმ 50 000 მებრძოლია საჭირო, ვიმეორებ მინიმუმ, თორემ რეალურად ბევრად დიდი რიცხვია საჭირო რეალურად.
თუნდაც დაეცეს კიევი ეს არ ნიშნავს ომში დამარცხებას, . უკრაინულმა გენშტაბმა შესძლო ტერიტორიული დანაყოფების შექმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დანაყოფებს ექნებათ ლოჯისტიკის მხრივ დიდი მარაგი რომლის დახმარებითაც ქვეყნის მასშტაბით, უკრაინაში შეჭრილ აგრესორებს მართლაც ჯოჯოხეთი ელის.
კიევში დღეს გამთენიისას ჩამოგდებული თვითმფრინავის კადრი.
ბრძოლის დროს გამოჩნდა, რომ უკრაინა არ განიცდის გმირების დეფიციტს.
ამ ახალგაზრდა სამხედრო ინჟინერმა, სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდთან ერთად აიფეთქა თავი რათა აგრესორების ჯავშანკოლონა შეეჩერებინა, მას სამწუხაროდ დრო არ რჩეოდა იმისათვის, რომ დისტანციურად აეფე
თქებინა ხიდი.
image სამარადისო ხსოვნა ვიტალის მსგავს გმირებს, დიდება უკრაინას.

0
246
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
246