x
ლაშა მესხი: "ხელისუფლება არ უნდა ედგეს ბიზნესს სირაქლემას პოზაში"

image

"დღემდე დასაქმების ადგილზე იღუპებიან ადამიანები, რომლებიც საარსებო მინიმუმის გამო თანხმდებიან უმეტესწილად მძიმე შრომით პირობებს, სადაც შრომითი ექსპლუატაცია, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაო, მინიმალური სოციალური გარანტიები თუ დაბალი შრომითი ანაზღაურება, გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს.


სახელმწიფო გამუდმებით სირაქლემას პოზაში უდგას ბიზნესს, რის შედეგადაც ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვკარგავთ სიცოცხლით სავსე ადამიანებს!
ეს მავნე და მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს! დიახ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანების, მათი ოჯახებისა და ჩვენს წინაშე! სწორედ ამიტომ ვუხდით ჩვენ მათ ხელფასს, პრემიებს, დანამატებს, ვყიდულობთ ძვირადღირებულ ავტომანქანებს და აშ."- წერს ლაშა მესხი.

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ჯონი დეციმეტროვი
ჯონი დეციმეტროვი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0